---
title: ბარის მენეჯერი at Shuffle Boar
description: Shuffle Boar ეძებს ბარის მენეჯერს . Shuffle Boar პირველი შაფლბორდის ბარია რეგიონში. ის მდებარეობს თბილისში, ცეხის ტერიტორიაზე, თამარ მეფის 18-ში და აერთიანებს თამაშებს, კოქტეილებსა და საჭმელს. ბრენდი 
---

# ბარის მენეჯერი

**Company:** Shuffle Boar  
**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-11-11  
**Apply by:** 2026-12-11

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=767612)

## Job description

Shuffle Boar ეძებს ბარის მენეჯერს . Shuffle Boar პირველი შაფლბორდის ბარია რეგიონში. ის მდებარეობს თბილისში, ცეხის ტერიტორიაზე, თამარ მეფის 18-ში და აერთიანებს თამაშებს, კოქტეილებსა და საჭმელს. ბრენდი ასევე აწარმოებს შაფლბორდის მაგიდებს და გეგმავს გაფართოებას რეგიონის მასშტაბით; ამ გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი ბარის გამართულ მუშაობასა და მის მენეჯერზეა დამოკიდებული. ვის ეძებს კომპანია: კომპანია ეძებს მენეჯერს , რომელიც სრულად ჩაიბარებს ბარის ყოველდღიურ მართვას, სამზარეულოსა და სათამაშო სივრცის ჩათვლით, და იზრუნებს ბიზნესის ზრდაზე. მენეჯერი ანგარიშვალდებულია მფლობელებთან. დამოუკიდებლად მისაღები და შესათანხმებელი გადაწყვეტილებების ფარგლები წინასწარ განისაზღვრება. ** მინიმუმ 3 წლის გამოცდილება ჰორეკა სექტორში მენეჯერის პოზიციაზე. ** გუნდის შერჩევის, სწავლებისა და მართვის გამოცდილება. ** შესყიდვებისა და მარაგების მართვის გამოცდილება. ** თვითღირებულებისა და საოპერაციო ხარჯების კონტროლის ცოდნა. ** ანგარიშების მომზადებისა და ანალიზის უნარი. ** საოფისე პროგრამებისა და ელექტრონული ცხრილების სამუშაო დონეზე ცოდნა. ** დავალებების დაგეგმვისა და შესრულების კონტროლის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება. ** ინგლისური ენის კარგი ცოდნა აუცილებელია. ** რუსული ენის ცოდნა სასურველია. მოვალეობები: ** ბარის ყოველდღიური ოპერაციების მართვა, სამზარეულოსა და სათამაშო სივრცის ჩათვლით. ** საოპერაციო სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვა და შესრულების კონტროლი. ** შეთანხმებული სახელფასო ბიუჯეტის ფარგლებში გუნდის სტრუქტურის, საჭირო პოზიციებისა და ანაზღაურების განაწილების შეთავაზება. ** პერსონალის აყვანა, სწავლება, სამუშაოს ორგანიზება და შესრულების შეფასება, სამზარეულოს გუნდის ჩათვლით. ** მომსახურებისა და სტუმრების სათამაშო გამოცდილების გაუმჯობესება. ** საჭმლისა და სასმელების ხარისხის კონტროლი შესაბამის გუნდებთან ერთად. ** შესყიდვების დაგეგმვა და მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა. ** მარაგების კონტროლი და ყოველ ორ კვირაში აღწერის დაგეგმვა და ზედამხედველობა. ** თვითღირებულების, საოპერაციო ხარჯებისა და დანაკარგების კონტროლი და ოპტიმიზაცია. ** საოპერაციო ბიუჯეტის დაგეგმვა მფლობელებთან ერთად და მისი შესრულების კონტროლი. ** საჭმლისა და სასმელების მენიუს გეგმიური განახლების ხელმძღვანელობა. ** მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან საერთო სამოქმედო გეგმის შედგენა და განხორციელება. ** მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან ღონისძიებების, მათ შორის კორპორატიული ღონისძიებების, ოპერაციული კოორდინაცია. ** პოტენციურ სპონსორებთან ურთიერთობაში მონაწილეობა მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან ერთად. ** ბიზნესის შემოსავლებისა და მომგებიანობის ზრდის შესაძლებლობების გამოვლენა და შესაბამისი ცვლილებების შეთავაზება. ** გაყიდვების, ხარჯებისა და საოპერაციო შედეგების ანგარიშგება: გეგმასთან შედარება, გადახრების მიზეზების ანალიზი და გამოსასწორებელი ნაბიჯების განსაზღვრა. ** ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა. ** სივრცის, ტექნიკისა და სათამაშო ინვენტარის გამართულობისა და გეგმიური მოვლის ზედამხედველობა. რას სთავაზობს კომპანია: ** კონკურენტულ ყოველთვიურ ხელფასს: 4 000-6 000 ლარი ხელზე. საბოლოო თანხა დამოკიდებულია შეთანხმებულ პასუხისმგებლობებზე, მათ შორის შესყიდვებისა და ხარჯების კონტროლის ფუნქციების შესრულების/ზედამხედველობის მოცულობაზე. ** მრავალმხრივ საბონუსე სისტემას, შეთანხმებული შედეგების მიხედვით. ** გამართულ ბრენდს და მარკეტინგისა და გაყიდვების გამოცდილ გუნდს. ** შესაძლებლობას, მენეჯერმა შეთანხმებული ბიუჯეტის ფარგლებში თავად დაგეგმოს გუნდის სტრუქტურა და სამუშაოს განაწილება. ** ბრენდის რეგიონულ განვითარებაში მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის ზრდის შესაძლებლობას. ** თანამშრომლის ბენეფიტების პაკეტს. ადგილმდებარეობა: ცეხი, თამარ მეფის გამზირი 18, თბილისი სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: lika@scifi.ge და subject-ში მიუთითონ "ბარის მენეჯერი".

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.

```json
{"@context":"https://schema.org/","@type":"JobPosting","title":"ბარის მენეჯერი","description":"<p>Shuffle Boar ეძებს ბარის მენეჯერს . Shuffle Boar პირველი შაფლბორდის ბარია რეგიონში. ის მდებარეობს თბილისში, ცეხის ტერიტორიაზე, თამარ მეფის 18-ში და აერთიანებს თამაშებს, კოქტეილებსა და საჭმელს. ბრენდი ასევე აწარმოებს შაფლბორდის მაგიდებს და გეგმავს გაფართოებას რეგიონის მასშტაბით; ამ გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი ბარის გამართულ მუშაობასა და მის მენეჯერზეა დამოკიდებული. ვის ეძებს კომპანია: კომპანია ეძებს მენეჯერს , რომელიც სრულად ჩაიბარებს ბარის ყოველდღიურ მართვას, სამზარეულოსა და სათამაშო სივრცის ჩათვლით, და იზრუნებს ბიზნესის ზრდაზე. მენეჯერი ანგარიშვალდებულია მფლობელებთან. დამოუკიდებლად მისაღები და შესათანხმებელი გადაწყვეტილებების ფარგლები წინასწარ განისაზღვრება. ** მინიმუმ 3 წლის გამოცდილება ჰორეკა სექტორში მენეჯერის პოზიციაზე. ** გუნდის შერჩევის, სწავლებისა და მართვის გამოცდილება. ** შესყიდვებისა და მარაგების მართვის გამოცდილება. ** თვითღირებულებისა და საოპერაციო ხარჯების კონტროლის ცოდნა. ** ანგარიშების მომზადებისა და ანალიზის უნარი. ** საოფისე პროგრამებისა და ელექტრონული ცხრილების სამუშაო დონეზე ცოდნა. ** დავალებების დაგეგმვისა და შესრულების კონტროლის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება. ** ინგლისური ენის კარგი ცოდნა აუცილებელია. ** რუსული ენის ცოდნა სასურველია. მოვალეობები: ** ბარის ყოველდღიური ოპერაციების მართვა, სამზარეულოსა და სათამაშო სივრცის ჩათვლით. ** საოპერაციო სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვა და შესრულების კონტროლი. ** შეთანხმებული სახელფასო ბიუჯეტის ფარგლებში გუნდის სტრუქტურის, საჭირო პოზიციებისა და ანაზღაურების განაწილების შეთავაზება. ** პერსონალის აყვანა, სწავლება, სამუშაოს ორგანიზება და შესრულების შეფასება, სამზარეულოს გუნდის ჩათვლით. ** მომსახურებისა და სტუმრების სათამაშო გამოცდილების გაუმჯობესება. ** საჭმლისა და სასმელების ხარისხის კონტროლი შესაბამის გუნდებთან ერთად. ** შესყიდვების დაგეგმვა და მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა. ** მარაგების კონტროლი და ყოველ ორ კვირაში აღწერის დაგეგმვა და ზედამხედველობა. ** თვითღირებულების, საოპერაციო ხარჯებისა და დანაკარგების კონტროლი და ოპტიმიზაცია. ** საოპერაციო ბიუჯეტის დაგეგმვა მფლობელებთან ერთად და მისი შესრულების კონტროლი. ** საჭმლისა და სასმელების მენიუს გეგმიური განახლების ხელმძღვანელობა. ** მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან საერთო სამოქმედო გეგმის შედგენა და განხორციელება. ** მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან ღონისძიებების, მათ შორის კორპორატიული ღონისძიებების, ოპერაციული კოორდინაცია. ** პოტენციურ სპონსორებთან ურთიერთობაში მონაწილეობა მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან ერთად. ** ბიზნესის შემოსავლებისა და მომგებიანობის ზრდის შესაძლებლობების გამოვლენა და შესაბამისი ცვლილებების შეთავაზება. ** გაყიდვების, ხარჯებისა და საოპერაციო შედეგების ანგარიშგება: გეგმასთან შედარება, გადახრების მიზეზების ანალიზი და გამოსასწორებელი ნაბიჯების განსაზღვრა. ** ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა. ** სივრცის, ტექნიკისა და სათამაშო ინვენტარის გამართულობისა და გეგმიური მოვლის ზედამხედველობა. რას სთავაზობს კომპანია: ** კონკურენტულ ყოველთვიურ ხელფასს: 4 000-6 000 ლარი ხელზე. საბოლოო თანხა დამოკიდებულია შეთანხმებულ პასუხისმგებლობებზე, მათ შორის შესყიდვებისა და ხარჯების კონტროლის ფუნქციების შესრულების/ზედამხედველობის მოცულობაზე. ** მრავალმხრივ საბონუსე სისტემას, შეთანხმებული შედეგების მიხედვით. ** გამართულ ბრენდს და მარკეტინგისა და გაყიდვების გამოცდილ გუნდს. ** შესაძლებლობას, მენეჯერმა შეთანხმებული ბიუჯეტის ფარგლებში თავად დაგეგმოს გუნდის სტრუქტურა და სამუშაოს განაწილება. ** ბრენდის რეგიონულ განვითარებაში მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის ზრდის შესაძლებლობას. ** თანამშრომლის ბენეფიტების პაკეტს. ადგილმდებარეობა: ცეხი, თამარ მეფის გამზირი 18, თბილისი სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: lika@scifi.ge და subject-ში მიუთითონ \"ბარის მენეჯერი\".</p>","identifier":{"@type":"PropertyValue","name":"TechGeo","value":"767612"},"url":"https://techgeo.ge/job/baris-menejeri-b0e4059","jobLocation":{"@type":"Place","address":{"@type":"PostalAddress","addressLocality":"Georgia","addressCountry":"GE"}},"hiringOrganization":{"@type":"Organization","name":"Shuffle Boar"},"directApply":false,"datePosted":"2026-11-11","validThrough":"2026-12-11T23:59:59+04:00"}
```
