ბარისტა
Job description
"ტერმინალი" არის მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე მათთვის, ვისი მიზანიც პროგრესი და განვითარებაა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.terminal.center/ "ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე. ამ პოზიციისთვის ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებლებზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან ენთუზიაზმით მოემსახურონ სტუმრებს და მონაწილეობა მიიღონ სივრცის ყოველდღიურ პროცესებში. მისამართი: აბაშიძის ქ. N 34 სამუშაო საათები: 09:00 - 15:00 ან 15:00 - 21:00 (კვირაში 5 დღე) ძირითადი მოვალეობები: ** სხვადასხვა სახეობის ყავის/ჩაის მომზადება და სტუმრების მომსახურება; ** ბარში არსებული ტექნიკის გამოყენების წესების დაცვა; ** თანხის მიღება, გადახდის გატარება და შესაბამისი პროცედურის წარმართვა; ** ბარის წესრიგსა და ორგანიზებაზე ზრუნვა; ** ღონისძიებების დროს საკონფერენციო ოთახების ორგანიზებაში მონაწილეობა; ** სივრცის წევრებთან კომუნიკაცია და მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა; ** გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობებში. ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის: ** მომხმარებლებზე ორიენტირებული; ** მეგობრული; ** საუბრობს ინგლისურად საკომუნიკაციო დონეზე; ** შეუძლია გუნდური მუშაობა. თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება (ბარისტა) რომელზეც აგზავნით განაცხადს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.