ბარისტა
Job description
" Illy caffe "-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა. დღესდღეობით "illy Caffè"-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 36 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებში და ქუჩებშია, თბილისში კი უკვე 4 ფილიალით არის წარმოდგენილი. "illy Caffè" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბარისტა (თბილისი მოლის ფილიალში) ვაკანტური ადგილი: 1 მოვალეობები: ** ცხელი და ცივი ყავების სხვადასხვა სახეობების მომზადება; ** ყავის მენიუს დეტალურად ცოდნა და მათი აღწერა მომხმარებლებისათვის; ** ყავის მენიუს და დესერტების უსაფრთხოების პროცედურების დაცვა; ** კაფის სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად; ** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება; ** კაფეში ერთი ან რამდენიმე პოზიციის ცოდნა და მათზე მუშაობის უნარი; ** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა; ** უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში. მოთხოვნები: ** ბარისტად მუშობის გამოცდილება; ** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი; ** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები; ** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია). პირობები: ** ანაზღაურება: 6.11 ლარ ი საათში + თიფსი + 1.5 % ნავაჭრის 1 თვის შემდეგ (ზეგანაკვეთური ანაზღაურებადი +20 %) ** სამუშაო გრაფიკი: 2X2, 12 სთ, თვეში 15 დღე, მცოცავი ** სამედიცინო დაზღვევა, ** კვება. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ელმისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.