ბარისტა, ჭურჭლის მრეცხავი, მიმტანი
Job description
" Maizen " აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: 1. ბარისტა მდებარეობა: თბილისი, ვაკე ძირითადი მოვალეობები: ** ყავისა და სხვა ცხელი/ცივი სასმელების მომზადება; ** ყავის აპარატთან და აღჭურვილობასთან მუშაობა; ** სტუმრებთან პროფესიონალური კომუნიკაცია; ** სამუშაო სივრცის და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბარისტას პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ყავის მომზადების ტექნიკის ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** კომუნიკაბელურობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. 2. ჭურჭლის მრეცხავი (Steward) მდებარეობა: თბილისი, ვაკე ძირითადი მოვალეობები: ** ჭურჭლისა და სამზარეულოს ინვენტარის რეცხვა და მოწესრიგება; ** სანიტარული ნორმების დაცვა (HACCP სტანდარტების შესაბამისად); ** სამუშაო სივრცის, აღჭურვილობის სისუფთავისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ** სამზარეულოს გუნდთან თანამშრომლობა და დამხმარე ფუნქციების შესრულება; ** ინვენტარის კონტროლი და მარაგების აღრიცხვა - სტიუარდი აკონტროლებს მარაგებს და აღრიცხავს დაკარგულ/დაზიანებულ ინვენტარს; ** შესაბამისი დანადგარ (ებ)ის და აღჭურვილობის ყოველდღიური მოვლა/პატრონობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ფიზიკური დატვირთვის უნარი. 3. მიმტანი მდებარეობა: თბილისი, ვაკე ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების თავაზიანი მიღება და მომსახურება; ** შეკვეთების დროული მიღება და გადაცემა; ** მენიუს სრულყოფილი ცოდნა და სტუმრებისთვის კონსულტაციის გაწევა; ** საჭიროების შემთხვევაში სალარო ოპერაციების შესრულება; ** სამუშაო სივრცის და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** სტუმრებზე ორიენტირებული მიდგომა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: ** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ; ** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); ** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; ** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).