ბარისტა-კონსულტანტი
Job description
"sisauri grinders" აცხადებს ვაკანსიას ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე. გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა? ხარ ენერგიული, ღიმილიანი და პასუხისმგებლიანი? შემოუერთდი სისაურის გუნდს და გახდი ჩვენი ყოველდღიური ყავის ისტორიის ნაწილი! ჩვენ ვეძებთ ბარისტა-კონსულტანტს, რომელიც მომხმარებლებს არა მხოლოდ გემრიელ ყავას, არამედ სასიამოვნო გამოცდილებასაც შეუქმნის. რას გააკეთებ? იმუშავებ პოზიტიურ და ენერგიულ გუნდთან ერთად; მოამზადებ სასმელებს ჩვენი სტანდარტების შესაბამისად; მოემსახურები მომხმარებლებს მეგობრულად და პროფესიონალურად; დაეხმარები მომხმარებელს სასურველი პროდუქტის შერჩევაში; ვის ვეძებთ? პოზიტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანს; პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს; გუნდური მუშაობის მოყვარულს; ადამიანს, რომელსაც სურს განვითარება და ახალი უნარების შეძენა. გამოცდილება არ არის აუცილებელი – ჩვენ გასწავლით ყველაფერს! ეძებ პირველ სამსახურს ან ახალ შესაძლებლობას? ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შენი ენერგია, ღიმილი და სურვილი განვითარების. რას გთავაზობთ? ანაზღაურებადი სტაჟირება – 650 ლარი; ბარისტა-კონსულტანტის ანაზღაურება – 900 ლარი; მოქნილი სამუშაო გრაფიკი; პროფესიული ტრენინგები და განვითარების შესაძლებლობა; FitPass-ის პროგრამა; სამუშაო დღის განმავლობაში უფასო სასმელი შერჩეული ასორტიმენტიდან; გუნდური, გასართობი და განმავითარებელი აქტივობები; მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე : +995 555901398 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: [email protected]