ბარმენი
Job description
BET25 არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითიც უზრუნველყობს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს. " BET25 " აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: გლდანი. სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება) სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00 უშუალო ხელმძღვანელი: ფილიალის მენეჯერი, უფროსი სერვის მენეჯერი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1200 ლარი. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება; ბარში და ჰოლში ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა; სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; პუნქტუალურობა; ყურადღება დეტალების მიმართ; კომუნიკაბელურობა; ქართულ ენაზე გამართული მეტყველება; სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი. BET25 გთავაზობთ: დრესკოდის უზრუნველყოფას; კვებას; პროფესიული განვითარების ტრენინგებს; სასიამოვნო სამუშაო გარემოს; პროფესიულ ზრდა/განვითარებას. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბარმენი". რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.