TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბარმენი

ბარმენი

alaverdi-resort Georgia ქართული
Posted Jul 04, 2026 1 day ago apply by Aug 04, 2026

Job description

"ალავერდი რეზორტი" Badagoni Hospitality - ის ერთ-ერთი პროექტია. "Badagoni Hospitality" აერთიანებს რესტორნებს, სასტუმროებსა და სხვადასხვა ტურისტულ სერვისებს ერთიან კონცეფციაში და ქმნის სრულყოფილ სტუმართმოყვარეობის გამოცდილებას. მისი მიზანია ქართული ღვინის, გასტრონომიისა და კულტურის თანამედროვე სტანდარტებით წარმოჩენა. ღვინის კომპანია ბადაგონთან სინერგიით, ჩვენ ვქმნით უნიკალურ ეკოსისტემას, რომელიც ავითარებს ღვინის ტურიზმს და აძლიერებს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციას. ვაცხადებთ ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება და სტუმრებისთვის მიწოდება. ** კოქტეილების მომზადება რეცეპტებისა და დაწესებულების სტანდარტების შესაბამისად. ** მომხმარებლების თავაზიანი და პროფესიონალური მომსახურება. ** ბარის სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა. ** სასმელების, ინგრედიენტებისა და სხვა მარაგების კონტროლი და დროული შევსება. ** სალარო აპარატთან მუშაობა და შეკვეთების სწორად გაფორმება. ** მომხმარებლებისთვის მენიუსა და სასმელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ** უსაფრთხოების, სანიტარული და შრომის დაცვის წესების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია ბარმენად მუშაობის გამოცდილება. ** კოქტეილების, სასმელებისა და მათი მომზადების ტექნოლოგიის ცოდნა. ** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და თავაზიანობა. ** სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი. ** გუნდური მუშაობისა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. პასუხისმგებლობა: ** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა. ** ბარის ინვენტარისა და პროდუქციის მოვლა-პატრონობა. ** ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა. ** სტუმრების კმაყოფილებაზე ზრუნვა და პროფესიონალური მომსახურების გაწევა. დაინტერესებულებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ჩვენ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შევაგროვოთ, დავამუშაოთ და შევინახოთ წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.