ბარმენი
Job description
"Poker Club " აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: საბურთალო, პეკინის ქ. 41. სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება) სამუშაო საათები: 18:00-06:00 ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1400 ლარი +დანამატი. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება; ბარში ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა; სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; პუნქტუალურობა; ყურადღება დეტალების მიმართ; კომუნიკაბელურობა; ქართულ ენაზე გამართული მეტყველება; ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად); სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი. Poker Club გთავაზობთ: დრესკოდის უზრუნველყოფას; კვებას; პროფესიული განვითარების ტრენინგებს; სასიამოვნო სამუშაო გარემოს; პროფესიულ ზრდა/განვითარებას. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბარმენი". რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.