ბარტენდერი
Job description
რესტორანი "Blue Fox" მდებარეობს ძველი თბილისის ცენტრში და წარმოადგენს სასტუმრო "The Blue Fox"-ის ნაწილს. რესტორანს აქვს ულამაზესი ძველი თბილისური ეზო და გამოირჩევა განსაკუთრებული ქართულ-ევროპული მენიუთი. პოზიციის დასახელება: ბარტენდერი ლოკაცია: თბილისი ექვემდებარება: სერვის მენეჯერს, კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერს ძირითადი მოვალეობები: ** ბარის მომზადება და მოწესრიგება სამუშაო პროცესისთვის ** მენიუს შესახებ დეტალური ინფორმაციის ქონა ** სტუმრების მასპინძლობა სტანდარტების შესაბამისად ** ინფორმაციის დაზუსტება სტუმრის შესაძლო ალერგენებთან დაკავშირებით ** პროდუქციის მარაგის შეკვეთა, მიღება და მართვა ** სტუმრისგან უკუკავშირის მოსმენა და უშუალო ხელმძღვანელთან გაზიარება საჭირო უნარები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად) ** გუნდური მუშაობის უნარი ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა ჩვენ გთავაზობთ: ** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს მუდმივად განვითარდე ** კონკურენტულ ანაზღაურებას ** კვებას და კორპორატიულ ფასდაკლებას ჩვენს რესტორანში ** ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.