TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი

მიელინი Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

" მიელინი " ბავშვთა და მოზარდთა კონსულტაციის, დიაგნოსტიკისა და ინტერვენციის ცენტრია. მისი მისიაა ბავშვთა საჭიროებების დროული აღმოჩენა და ხარისხიანი სოციალური მომსახურებების შეთავაზება, მათ შორის: განვითარების რისკის მქონე, შეზღუდული ან/და დამატებითი საჭიროების მქონე ბავშვებისა თუ მოზარდებისათვის. მეტი ინფორმაცია მიელინზე შეგიძლიათ იხილოთ: https://myelin.ge/ka კლინიკა "მიელინში" ვეძებთ მაღალი მოტივაციის, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ, კომუნიკაბელურ და თბილ ადამიანს, რომელსაც ჩვენთან ერთად სურს გააუმჯობესოს ბავშვთა კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხი. ვეძებთ ისეთ ფსიქოლოგს, რომელიც დაეხმარება ბავშვებს თვითგამოხატვასა და სამყაროსთან ადაპტაციაში. პოზიციის დასახელება: ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ადგილმდებარეობა: ქუთაისი სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: მზარდი, განხორციელებული ვიზიტების რაოდენობისა და კვალიფიკაციის მიხედვით. ძირითადი მოვალეობები: ** რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ბავშვისა და მისი ოჯახის საჭიროებების იდენტიფიცირება, შეფასება და მხარდაჭერა ინტერდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობით (ბავშვთა ნევროლოგი, განვითარებისა და კლინიკური ფსიქოლოგები, ფიზიკური თერაპევტები, ენისა და მეტყველების თერაპევტები, ქცევითი თერაპევტები, აკადემიური თერაპევტი და სხვა სპეციალისტები). ** ბავშვებთან ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიული სესიების დაგეგმვა და წარმართვა, უსაფრთხო, მხარდამჭერი და განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა. ** ბავშვის პირველადი შეფასებისა და პერიოდული გადაფასების განხორციელება შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით; ემოციური, ქცევითი და სოციალური ფუნქციონირების ობიექტური ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება. ** ბავშვის ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შემუშავება, განხორციელება და გადახედვა ინტერდისციპლინურ გუნდთან, მშობელთან ან მეურვესთან ერთად. ** მშობლებისა და/ან მზრუნველების ფსიქოგანათლება, კონსულტირება და მხარდაჭერა, მათი გაძლიერება და ბავშვის განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობის წახალისება. ** მულტიდისციპლინური და ტრანსდისციპლინური გუნდის შეხვედრებსა და პროფესიულ განხილვებში აქტიური მონაწილეობა, ინფორმაციის გაზიარება და ერთიანი სამოქმედო სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულობა. ** ბავშვის განვითარების დინამიკისა და მიღწეული პროგრესის მუდმივი მონიტორინგი, შესაბამისი პროფესიული დოკუმენტაციის დროული და ზუსტი წარმოება, მათ შორის ელექტრონულ სისტემებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიის მიმართულებით; ** ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA) საბაზისო ცოდნა ან 40-საათიანი ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსის გავლა (რომელიც ხორციელდება ჩვენსავე ორგანიზაციაში); ** კომპიუტერული პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა (Microsoft Office, ინტერნეტი, Google Drive). სასურველი მოთხოვნები (ჩაითვლება უპირატესობად): ** ქცევის ტექნიკოსის სერტიფიკატის ფლობა ქგა-ში; ** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბავშვებთან მათ შორის: აუტიზმის სპექტრის, ცერებრული დამბლის, ინტელექტუალური, ენისა და მეტყველების შეფერხების მქონე ბავშვებთან თუ სხვ.; ** ინგლისური ენის მინიმუმ B1 (სასაუბრო) დონეზე ცოდნა. პიროვნული თვისებები და უნარები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პროფესიული განვითარების ძლიერი მოტივაცია; ** გამართული მეტყველებისა და აკადემიური წერის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** დროისა და სამუშაო რესურსების სწორი მენეჯმენტი; ** ახალ გარემოში სწრაფი ადაპტაციისა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი. ჩვენთან დაგხვდებათ: ** მზრუნველი, მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო; ** საერთაშორისო და ადგილობრივი სუპერვიზია პროფესიული ზრდისთვის; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** FitPass-ზე წვდომა; ** ანაზღაურებადი ავადობის დღეები; ** კარიერული წინსვლისა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობა. შერჩევის ეტაპები: კადრის შერჩევა განხორციელდება რამდენიმე ეტაპად: ** შემოსული რეზიუმეების (CV) გადარჩევა; ** გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან; ** საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV), სასურველია რეზიუმესთან ერთად გადმოაგზავნოთ სამოტივაციო წერილი: [email protected] საკონტაქტო ტელეფონები: +995 568 18 33 66 / +995 568 047 722 მისამართი: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის #89ბ, საქართველო. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს მედია პლატფორმებს: Facebook გვერდი: https://www.facebook.com/MyelinKutaisi ვებგვერდი: http://www.myelin.ge