ბავშვთა ფსიქოლოგი/სოციალური, ემოციური უნარების ფასილიტატორი
Job description
საშაბათო სკოლა "ზელუსი" ეძებს ბავშვთა ფსიქოლოგს/სოციალური და ემოციური უნარების ფასილიტატორს ! ჩვენ გვჯერა, რომ აკადემიურ ცოდნასთან ერთად, ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია ემოციური ინტელექტი. თუ გსურს დაეხმარო პატარებს სოციალური და ემოციური უნარების (SEL) განვითარებაში, მართო საინტერესო შეხვედრები და გახდე მათი მეგზური ამ გზაზე, ხარ პროფესიით ფსიქოლოგი, მასწავლებელი, ტუტორი და გაქვს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, შემოგვიერთდი! სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 1 დღე — შაბათი. ** სამუშაო დრო: 4 საათი. ** მდებარეობა: თბილისი, მ.კოსტავას #37 (ვერის პარკი) შენი ძირითადი მისია და უნარები: ** შეხვედრებისა და აქტივობების მეშვეობით მოსწავლეებში "სოციალური და ემოციური უნარების" გამომუშავება; ** ბავშვის მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებულობა; ** მხიარული, ემპათიური და პოზიტიური მიდგომა; ** მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალების მიმართ ყურადღება; ** გუნდურობა და კოლეგებთან ეფექტური კომუნიკაცია. რას დაგხვდება "ზელუსში"? ** მეგობრული და ენერგიული სამუშაო გარემო; ** გუნდი, სადაც ურთიერთპატივისცემა და საერთო მიზნები წინა პლანზეა; ** რეალური შანსი, პოზიტიური გავლენა მოახდინო ბავშვების მომავალზე. როგორ შემოგვიერთდე? თუ მზად ხარ ამ საინტერესო გამოწვევისთვის, გამოგვიგზავნე CV ელ-ფოსტაზე: [email protected] . გელოდებით ჩვენს დიდ და მეგობრულ ოჯახში!