TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბავშვთა სივრცის მზრუნველი-ანიმატორი

ბავშვთა სივრცის მზრუნველი-ანიმატორი

askaneli-falestra Georgia ქართული
Posted Jul 24, 2026 1 day ago apply by Aug 24, 2026

Job description

კომპანია "ასკანელი ფალესტრა" აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა სივრცის მზრუნველი-ანიმატორის პოზიციაზე. "ასკანელი ფალესტრა" - ეს არის ადგილი, სადაც თანამედროვეობა და ქართული ტრადიციები ერთმანეთთან არის შერწყმული, რომლის გუნდიც ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება. ჩვენი მთავარი საყრდენი - კვალიფიციური და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები. თუ გსურთ შემოუერთდეთ მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, ასევე მოახდინოთ თქვენი საქმიანობის უკეთესად რეალიზება, გელოდებით ჩვენს გუნდში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.facebook.com/askanelifalestra რესტორნის ტერიტორიაზე ვხსნით ახალ, ულამაზეს საბავშვო სივრცეს — თბილ, უსაფრთხო და სიყვარულით შექმნილ გარემოს, სადაც ბავშვები თამაშობენ, ხატავენ, ერთობიან და სასიამოვნოდ ატარებენ დროს, სანამ მათი მშობლები რესტორანში სადილობენ ან ღვინის დეგუსტაციით ტკბებიან. ამ განსაკუთრებული სივრცისთვის ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლიან და ბავშვების მოყვარულ ანიმატორს, რომელიც თავისი პოზიტიური ენერგიით, კრეატიულობითა და მზრუნველობით თითოეული პატარა სტუმრისთვის დაუვიწყარ გამოცდილებას შექმნის. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #37მ; სამუშაო გრაფიკი: 2/2-ზე (12:00 სთ-დან 22:30 სთ-მდე); ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილების მიხედვით). ფუნქცია-მოვალეობები: ** ბავშვების უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველყოფა მათი საბავშვო სივრცეში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში; ** ყოველდღიური თემატური სესიების წარმართვა (ხატვა, ზღაპრები, როლური თამაში, შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობები) წინასწარ განსაზღვრული განრიგით; ** თავისუფალი თამაშის პროცესის ზედამხედველობა და ბავშვებთან თბილი, ყურადღებიანი და მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება; ** საბავშვო სივრცის, სათამაშოებისა და ინვენტარის სისუფთავის, მოწესრიგებისა და უსაფრთხოების მუდმივი კონტროლი; ** მშობლებთან ეფექტური და კეთილგანწყობილი კომუნიკაცია — ბავშვის მიღება/გაცილების პროცესის ორგანიზება; ** ყოველკვირეული თემატური აქტივობებისათვის საჭირო მასალებისა და ინვენტარის წინასწარ მომზადება (ხატვის ინვენტარი, აქტივობის დეტალები...); ** გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე სწრაფი და მშვიდი რეაგირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ან ბავშვებთან მუშაობის ინტერესი (პედაგოგიკის ან ადრეული განათლების მიმართულებით საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა; ** სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა; ** კომუნიკაბელურობა, პოზიტიური და ენერგიული ხასიათი; ** მზაობა ფიზიკურად აქტიური სამუშაოსთვის (ბავშვებთან მუშაობა მოიცავ იატაკზე თამაშს, აქტიურ გადაადგილებასა და მათთან მუდმივ ჩართულობას); ** პირველადი დახმარების სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად ან მზადყოფნა აღნიშნული ტრენინგის გასავლელად, კომპანიის მხარდაჭერით; ** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: ** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი; ** სასიამოვნო, მეგობრულ და ესთეტიკურ სამუშაო გარემოს; ** კვება; ** Fitpass; ** საწყისი ტრენინგი და ადაპტაციის პერიოდი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე [email protected] . სათაურის ველში (subject)- ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დამატებითი ინფორმაცია: გაცნობებთ, რომ შპს "ასკანელი ფალესტრა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ. შპს "ასკანელი ფალესტრა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. გისურვებთ წარმატებას!