TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბაზრის კვლევის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

ბაზრის კვლევის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

Posted Jul 22, 2026 1 day ago apply by Jul 31, 2026

Job description

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ბაზრის კვლევის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით. ანაზღაურება: შეთანხმებით სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ. მდებარეობა: ქ. თბილისი, გაბრიელ სალოსის გამზ. 191დ ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს; ** თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო); ** კორპორატიულ სატელეფონო ნომერს; ** კორპორატიულ ფიტპასს; ფუნქცია-მოვალეობები: ** სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ბაზრის კვლევის დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება. ** პოტენციური მწარმოებლების, დისტრიბუტორების, ოფიციალური წარმომადგენლებისა და მომწოდებლების მოძიება, მათი შესაძლებლობების, სანდოობისა და კონკურენტუნარიანობის შეფასება. ** შესყიდვის ობიექტების ბაზარზე ხელმისაწვდომობის, ტექნიკური ალტერნატივების, მწარმოებლების, ბრენდებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ანალიზი. ** ფასების, ტექნიკური მახასიათებლების, მიწოდების ვადების, საგარანტიო პირობების, მომსახურების პირობებისა და სხვა კომერციული მონაცემების მოძიება, დამუშავება და შედარებითი ანალიზის მომზადება. ** შესყიდვების სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის მიზნით სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და შესაბამისი დასკვნების მომზადება. ** ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან საქმიანი კომუნიკაციის წარმართვა (ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაცია), კომერციული შეთავაზებების, ტექნიკური დოკუმენტაციისა და დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და დაზუსტების მიზნით. ** საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება ოპტიმალური ფასის, მიწოდების ვადებისა და სხვა პირობების მისაღწევად. ** ტექნიკური სპეციფიკაციების, კატალოგების, მონაცემთა ფურცლების (Datasheet), სტანდარტებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზში მონაწილეობა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად. ** ბაზრის კვლევის შედეგების საფუძველზე ანალიტიკური ანგარიშების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის. ** სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელ ეტაპზე საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა. ** შესყიდვებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, ბაზარზე არსებული ტენდენციების შეფასება და ალტერნატიული მომწოდებლების შეთავაზება. ** საერთაშორისო ვაჭრობის პირობების (Incoterms), ლოგისტიკური მარშრუტების, ტრანსპორტირების პირობებისა და მიწოდების ვადების ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში. ** ბაზარზე არსებული ფასების, ტექნოლოგიური სიახლეების, ახალი მწარმოებლებისა და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მუდმივი მონიტორინგი. ** პოტენციური მომწოდებლების ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა, განახლება, სისტემატიზაცია და განვითარება. ** ბაზრის კვლევასთან დაკავშირებული კორესპონდენციის, დოკუმენტაციისა და ელექტრონული არქივის წარმოება. ** შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა. ** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. მოთხოვნები: ** მინიმალური განათლება: უმაღლესი განათლება; ** სამუშაო გამოცდილება - სახელმწიფო შესყიდვების, ბაზრის კვლევის, შესყიდვების, მომარაგების, ლოჯისტიკის ან კომერციული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. ** საოფისე პროგრამების (Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint) კარგად ცოდნა; ** სასურველია ინგლისური ენის (B2 დონე) და რუსული ენის ცოდნა ** ინტერნეტ-კვლევის, საერთაშორისო კატალოგების, მწარმოებლების ვებგვერდებისა და ღია წყაროების გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება. ** უპირატესობად ჩაითვლება ** სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** საერთაშორისო შესყიდვების ან იმპორტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** სამხედრო, სამრეწველო, საინჟინრო ან ტექნიკური პროდუქციის ბაზრის კვლევის გამოცდილება; ** ტექნიკური დოკუმენტაციის, კატალოგებისა და სტანდარტების ანალიზის გამოცდილება; ** Incoterms-ის ცოდნა; ** საერთაშორისო მიმოწერის გამოცდილება; ** შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი; ** "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი; ** "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონი; ** საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 4 ოქტომბრის №85 ბრძანება; ** "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება; ** "გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება; ** "შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება; ** "შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანება ; ** "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის N321 დადგენილება. უნარ-ჩვევები: ** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება; ** ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების მაღალი უნარი; ** მოლაპარაკებების ეფექტიანად წარმოების უნარი; ** პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** კომერციული აზროვნება; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტიანი მართვა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ორგანიზებულობა; ** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;