TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბექ-ოფისის მოლარე - საღამოს ცვლა

ბექ-ოფისის მოლარე - საღამოს ცვლა

საქართველოს ბანკი თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 28, 2026

Job description

სს „საქართველოს ბანკის “ ფულისა და ფასეულობის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის მოლარის თანამდებობაზე თბილისში - საღამოს ცვლაში. სამუშაო გრაფიკი : 19:00-02:00 საათამდე ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: გსურს სტაბილური სამსახური და დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით; ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი; თავს კომფორტულად გრძნობ დინამიკურ და მეგობრულ გარემოში; გსურს ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობა. აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ: წარმართავ ნაღდი ფულის გადათვლა-ფორმირების პროცესს; ჩაერთვები ნაღდი ფულის ოპერაციების წარმოებისა და მათი საბანკო პროგრამაში ასახვის პროცესში; უზრუნველყოფ ნაღდი ფულის ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების ფორმირებას; ჩაერთვები საკასო ოპერაციების დროს წარმოქმნილი ხარვეზების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების პროცესში; აწარმოებ პერიოდულ ანგარიშგებას ხელმძღვანელთან შესასრულებელი ამოცანების შესახებ; მნიშვნელოვანი კვალიფიკაცია: განათლება:სასურველია უმაღლესი განათლება; სამუშაო გამოცდილება:სასურველია სალაროსთან/ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება; ცოდნა და უნარები: კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word, Outlook); ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, ორგანიზებულობა; დატვირთულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; ჩვენ გთავაზობთ: დარიცხულ ფიქსირებულ ხელფასს + წლიურ ბონუსს, შესრულების შესაბამისად; განვითარების შესაძლებლობას, როგორც ფულისა და ფასეულობების მიმართულებით, ასევე - ბანკის მასშტაბით თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ მოცემულ ბმულზე : https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/bek-opisis-molare-tbilisi-sagamos-cvla-tbilisi-VJApE9?source=Hr.ge