ბელბოი
Job description
" Best Western Tbilisi City Center " აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების დახვედრა და გაცილება; ** სტუმრების ბარგის გადატანაში დახმარება; ** სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება; ** ტაქსის გამოძახებასა და ტრანსპორტირების ორგანიზებაში დახმარება; ** სასტუმროს შესასვლელისა და საერთო ტერიტორიების მონიტორინგი; ** CCTV (ვიდეოსამეთვალყურეო) კამერების მონიტორინგი და საეჭვო შემთხვევების დროული დაფიქსირება; ** სასტუმროს უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვა; ** საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება და მორიგე მენეჯერის ინფორმირება; ** სასტუმროს შესასვლელში ავტომობილებისა და სტუმრების მოძრაობის ორგანიზებაში დახმარება, საჭიროების შემთხვევაში; ** მორიგე მენეჯერის მიერ დაკისრებული სხვა ოპერაციული დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია სასტუმროში, მომსახურების ან უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ქართული ენის თავისუფლად, ხოლო ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა; უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა; ** დაკვირვების უნარი და სწრაფი რეაგირების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: 12-საათიანი ცვლები (2/2-ზე); ** ერთჯერადი კვება ცვლაში; ** სტაბილური დასაქმება საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში; ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ: "ბელბოი".