ბელბოი
Job description
საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო "Hotel Indigo Batumi Old Town" , რომელიც განთავსებულია ისტორიულ შენობაში ევროპის მოედანზე, ეძებს ენერგიულ და პასუხისმგებელიან კანდიდატებს ბელბოის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** სასტუმროს სტუმრების თბილი და პროფესიული დახვედრა; ** ბარგის მიღება, გადატანა და დროული მიწოდება ნომრებში; ** სტუმრების გაცილება და საჭიროების შემთხვევაში დახმარება ტრანსპორტირებაში; ** ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ; ** მისაღები და ბარგის ზონის სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება. საჭირო კვალიფიკაცია და უნარები: ** თავაზიანი და კომუნიკაბელური ხასიათი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდში მუშაობის უნარი; ** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა (სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად); ** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება სასურველია, თუმცა არა სავალდებულო. ჩვენ გთავაზობთ: ** სამუშაო გარემოს საერთაშორისო ბრენდის სტანდარტების შესაბამისად; ** პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; ** მეგობრულ გუნდსა და სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე - [email protected] .