ბეტონის კონსტრუქციების წარმოების მენეჯერი
Job description
სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას ბეტონის კონსტრუქციების წარმოების მენეჯერის პოზიციაზე. "პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს. კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: http://www.primeconcrete.ge ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს ** პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას ** კონკურენტულ სამუშაო პირობებს ვაკანსიის დასახელება: ბეტონის კონსტრუქციების წარმოების მენეჯერი სამუშაო ადგილი: ფოთი სამუშაო განაკვეთი: სრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამშენებლო, სამოქალაქო ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულებით; ** საწარმოო პროცესების მართვის სფეროში მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება; ** სასურველია გამოცდილება რკინაბეტონის კონსტრუქციების, პრეკასტ ელემენტების ან ხიმინჯების წარმოების მიმართულებით; ** ბეტონის ტექნოლოგიისა და სამშენებლო წარმოების პროცესების ცოდნა; ** სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** MS Office პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა; მოვალეობები: ** ხიმინჯებისა და სხვა რკინაბეტონის კონსტრუქციების წარმოების პროცესის სრული მართვა; ** ყოველდღიური საწარმოო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია; ** წარმოების მოცულობის გეგმის განსაზღვრა, სამშენებლო დეპარტამენტის და გარე გაყიდვების მიერ მოწოდებული შეკვეთების მიხედვით; ** საწარმოო პერსონალის მართვა, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი; ** წარმოების გრაფიკის შედგენა და ვადების შესრულების უზრუნველყოფა; ** ნაწარმოები პროდუქციის ხარისხის კონტროლი, ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრა; ** ნაწარმოები პროდუქციის აღრიცხვა და მონიტორინგი; ** ლოჯისტიკის დაგეგმვა და პროცესის ეფექტურობის კონტროლი; ** წარმოების პროცესში გამოყენებული ბეტონის, არმატურის, ყალიბებისა და სხვა მასალების მარაგების აღრიცხვა, ეფექტიანი გამოყენების კონტროლი; ** წარმოების ეფექტიანობის გაზრდისა და პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება; ** წარმოებაში გამოყენებული დანადგარებისა და აღჭურვილობის გამართული მუშაობის კონტროლი; ** შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; ** წარმოების ანგარიშგების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის რეგულარული ინფორმაციის მიწოდება; ** ტექნიკურ, ლოჯისტიკურ და ხარისხის კონტროლის გუნდებთან ეფექტური კოორდინაცია. აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** გუნდში მუშაობის უნარი; ** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2026 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით ელ.მისამართზე: [email protected] სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.