TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბეტონის შემრევი დანადგარის ოპერატორი

ბეტონის შემრევი დანადგარის ოპერატორი

ფიბრექსი თბილისი ქართული
Posted Jul 16, 2026 12h ago apply by Aug 14, 2026

Job description

Fibrex LLC (ფიბრობეტონის მწარმოებელი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას ბეტონის შემრევი დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ: Fibrex არის საქართველოში მოქმედი ფიბრობეტონის (GRC/GFRC) ელემენტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მაღალი ხარისხის საფასადე და არქიტექტურული ელემენტების წარმოებაში. ძირითადი მოვალეობები: ბეტონის შემრევი დანადგარის მართვა და კონტროლი; ნედლეულის დოზირება და რეცეპტის დაცვა; ბეტონის ნარევის ხარისხის კონტროლი; დანადგარის გამართულ მუშაობაზე ზედამხედველობა; დანადგარის ყოველდღიური მოვლა და ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია საწარმოო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება; ტექნიკური აზროვნება; პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა; უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა. სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად) დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მეილზე [email protected] ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე - +995 568 73 73 33