TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბილინგისა და ანალიტიკის დეპარტამეტ. I კატეგორიის სპეციალისტი

ბილინგისა და ანალიტიკის დეპარტამეტ. I კატეგორიის სპეციალისტი

Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Jul 12, 2026

Job description

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია " აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ბილინგისა და ანალიტიკის დეპარტამეტის ბილინგის სამსახურის I კატეგორიის სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას №5 და №7 სამუშაო გრაფიკი: სრული ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2 ანაზღაურება: 2490 ლარი (Gross) ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიაში შემოსულ კორესპონდენციაზე სათანადო რეაგირება; ** კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა; ** კომპანიის ელექტრონული მართვის სისტემა ბილინგში მონაცემების შეტანა და დამუშავება; ** დოკუმენტაციის საფუძველზე აბონენტების რეგისტრაცია და ცვლილებების განხორციელება; ** კომპანიის ძირითადი საქმიანობიდან, ახალი დაერთებიდან და გამრიცხველიანებიდან მიღებული ** შემოსავლების დარიცხვების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო პროცედურის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ** კომპანიის ახალი დაერთებიდან და გამრიცხველიანებიდან მიღებულ შემოსავლებზე შესაბამისი ოპერაციების გატარება; ** დოკუმენტაციის საფუძველზე კორექტირებების/ოპერაციების განხორციელება; ** სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს საქმიანობის სპეციფიკიდან; ** უშუალო უფროსის მიერ გაცემული სხვა დავალებების კომპეტენციის ფარგლებში შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ** მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სასურველია ეკონომიკა/ფინანსები; ** სამუშაო გამოცდილება: სასურველია მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება მონაცემთა აღრიცხვის ბაზებთან (პრიორიტეტი მიენიჭება მსგავს სფეროში სამუშაო გამოცდილებას); ** სავალდებულო - Microsoft Office (Word, Excel, Outlook) ცოდნა. პიროვნული მახასიათებლები: ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება; ** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი. შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად. კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას. დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 12 ივლისის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას! დამატებითი ინფორმაცია: გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.