TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბისკვიტის მცხობელი

ბისკვიტის მცხობელი

madart Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა. დღეს "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით. თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას. გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები! დაგვიმეგობრდი: https://www.facebook.com/madartcareer გაგვიცანი უკეთ: https://madart.ge/ კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას ბისკვიტის მცხობლის პოზიციაზე! შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე, ამიტომ ნუ გადადებ! აღნიშნულ პოზიციაზე მოსახვედრად შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები: ** გასაუბრება HR სპეციალისტთან; ** სტაჟირების ეტაპი ფილიალში. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ: ** შრომისა და საქმის სიყვარულს; ** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ბისკვიტის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მომზადება; ** პროდუქციის მომზადება ტექნოლოგიური ბარათებისა და ინსტრუქციების შესაბამისად; ** ბისკვიტის ფორმების, ლანგრებისა და დამხმარე ინვენტარის გამზადება; ** ღუმელის, მიქსერისა და სხვა საწარმოო დანადგარების მუშაობის პრინციპების ზედმიწევნით დაცვა; ** სამუშაო პროცესში გამოყენებული ინვენტარის მოფრთხილებაზე ზრუნვა. სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი; სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე; ანაზღაურება: 1300-2000 ლარი . ჩვენ ასევე გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** Fitpass-ით სარგებლობას; ** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას; ** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს. შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში. რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება. იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ, აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] გისურვებთ წარმატებას!