ბიზნესის განვითარების მენეჯერი
Job description
HashBank არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ. ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის. რას გთავაზობთ ჩვენ: ** ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან; ** Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე; ** Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის; ** განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში; ** ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები; ** საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება. სამუშაო პირობები: პოზიციის დასახელება: Business and partnerships development manager სამუშაო განრიგი: სრულად ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 19:00სთ. ოფისის მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი. ძირითადი მოვალეობები: ** ახალი პარტნიორებისა და მერჩანტების მოძიება, მათთან კომუნიკაციის წარმართვა და თანამშრომლობის გაფორმება; ** პოტენციური ბიზნესკლიენტების იდენტიფიცირება და მათთვის HashBank-ის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება; ** მოლაპარაკებების წარმოება, კომერციული პირობების შეთანხმება და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება; ** არსებული პარტნიორების მხარდაჭერა, ურთიერთობის გაღრმავება და თანამშრომლობის გაფართოებაზე ზრუნვა; ** ბაზრის, კონკურენტებისა და ინდუსტრიის ტენდენციების ანალიზი ახალი ბიზნესშესაძლებლობების გამოსავლენად; ** გაყიდვების მიზნებისა და KPI-ების შესრულება; ** სხვადასხვა შიდა გუნდთან (პროდუქტი, ოპერაციები, იურიდიული, მარკეტინგი) მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორების სწრაფი და ეფექტური ონბორდინგის უზრუნველსაყოფად; ** პარტნიორული ქსელის ზრდისა და ბიზნესის განვითარების ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება; ** შესრულებული საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ფინანსების ან მომიჯნავე მიმართულებით); ** გაყიდვების, ბიზნესის განვითარების, Key Account Management-ის ან პარტნიორული ურთიერთობების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** მერჩანტებთან, B2B გაყიდვებსა და კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** მოლაპარაკებების წარმატებით წარმოებისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების გამოცდილება; ** MS Office-ის პროგრამების (განსაკუთრებით Excel და PowerPoint) კარგი ცოდნა; ** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; პიროვნული უნარები: ** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; ** მოლაპარაკებებისა და დარწმუნების მაღალი უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა და გაყიდვებისადმი მოტივაცია; ** ურთიერთობების ეფექტურად ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების უნარი; ** ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: [email protected] განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 4 სექტემბერი, 2026 . გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: Business and partnerships development manager დამატებითი ინფორმაცია: გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.