ბიზნესის განვითარების უმცროსი სპეციალისტი
Job description
Hilbert -ში მოტივირებულ, დაკვირვებულ და ბიზნესის განვითარებით დაინტერესებულ უმცროს სპეციალისტს ვეძებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ინტერესდებოდე, როგორ მუშაობს სხვადასხვა ტიპის ბიზნესი, შეგეძლოს ინფორმაციის გაანალიზება და საკუთარი აზრის გასაგებად ჩამოყალიბება. Hilbert არის მარკეტინგული კომპანია, რომელიც ბიზნესებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში ეხმარება. ერთ სივრცეში ვაერთიანებთ ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო სერვისებს და კომპანიებთან მათი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ვმუშაობთ. სწორედ ამიტომ, Hilbert-ში სამუშაო პროცესი მრავალფეროვანი და დინამიკურია. ვაკანსია: ბიზნესის განვითარების უმცროსი სპეციალისტი მდებარეობა: თბილისი რატომ Hilbert: ** მივესალმებით ინიციატიურობას ** რეალურ ბიზნეს პროექტებში ჩაგრთავთ - შენი ანალიზი და რეკომენდაციები რეალურ სამუშაო პროცესში იქნება გამოყენებული ** აქ შენი პროფესიული განვითარება მუდმივ პროცესად იქცევა ** ჩვენი შეკრული გუნდით ერთიან ღირებულებას ვქმნით ** შენი ძირითადი ამოცანები იქნება: ** სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა და კომპანიების საქმიანობის, მიზნებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ** კომპანიების საქმიანობის, კონკურენტული გარემოსა და ბაზარზე პოზიციონირების კვლევაში მონაწილეობა ** ციფრული არხების, კონტენტისა და ონლაინ კომუნიკაციის შეფასებაში გუნდის მხარდაჭერა ** შეგროვებული ინფორმაციის დამუშავება, ძირითადი მიგნებების სისტემატიზება და რეკომენდაციების მომზადების პროცესში მონაწილეობა ** შეთანხმებული რეკომენდაციების განხორციელებისა და კომპანიების ციფრული წარმოდგენის გაუმჯობესების პროცესში ჩართულობა. რას ველით შენგან: ** განათლებას ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით - განვიხილავთ როგორც კურსდამთავრებულებს, ისე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნას ** გამართულ წერით ქართულსა და აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარს ** ინფორმაციის მოძიების, გაანალიზებისა და ძირითადი მიგნებების გამოყოფის უნარს ** დეტალებზე ყურადღებას, პასუხისმგებლობასა და დროის მართვის უნარს ** Microsoft Office-ისა და Google Workspace-ის ძირითადი პროგრამების ცოდნას ** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარს ** სრული სამუშაო გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობას ** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება სავალდებულო არ არის. კვლევით, მარკეტინგულ ან ბიზნეს პროექტებში მონაწილეობა, ასევე დამატებითი უცხო ენის, განსაკუთრებით გერმანულის ან რუსულის, ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. რას გთავაზობთ: ** სხვადასხვა სექტორის რეალურ ბიზნეს პროექტებში ჩართულობას ** პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ბიზნესის კვლევის, ანალიზისა და ციფრული კომუნიკაციის მიმართულებით ** პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობას ** მეგობრულ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს ** საწყის ანაზღაურებას 1, 000-1, 500 ლარის ფარგლებში, კანდიდატის ცოდნის, პრაქტიკული უნარებისა და გამოცდილების შესაბამისად. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვ გამოგვიგზავნო CV შემდეგ მეილზე: [email protected] და მეილის სათაურში მიუთითე პოზიციის დასახელება.