TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / BookFairs - დროებითი დასაქმება სტუდენტებისთვის

BookFairs - დროებითი დასაქმება სტუდენტებისთვის

english-book-education Georgia ქართული
Posted Aug 04, 2026 20h ago apply by Sep 04, 2026

Job description

" English Book Education " 2007 წელს დაარსდა და ერთ სივრცეში აერთიანებს გამომცემლობას, წიგნების დისტრიბუციას, განათლების მენეჯმენტს, საერთაშორისო გამოცდებს (Pearson and TOEFL), ინგლისური ენის სწავლებას, უმაღლეს განათლებას, სასკოლო განათლებას და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო გამომცემლობებთან, როგორიცაა Macmillan Education, Pearson Education, National Geographic Learning, Oxford University Press და Cambridge University Press. პოზიციის დასახელება: BookFairs - 1 თვიანი დასაქმების პროექტი სტუდენტებისთვის სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 საათი) პროექტის პერიოდი: 1 თვე (26 აგვისტო - 26 სექტემბერი) ანაზღაურება: 700 ლარი (ნეტ.) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** გაყიდვების დეპარტამენტის მიერ მოწყობილი მინი-წიგნის ბაზრობების გამართვა სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ** პარტნიორ სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო სახელმძღვანელოების რეალიზაცია; ** კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების წარდგენა არსებული/პოტენციური მომხმარებლებისთვის, მათი საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქტის/მომსახურების შეთავაზება; ** პერსონალური გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება; ** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; ** უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია და მიმდინარე საკითხების გადაწყვეტაში ჩართულობა; ** პერიოდული რეპორტინგი გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სტუდენტი; ** გაყიდვების/მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); პიროვნული თვისებები და უნარები ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაციის უნარი; ** მომხმარებლის მომსახურების სტანდარტის დაცვა; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: [email protected] და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას! მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.