TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბრენდ მენეჯერი

ბრენდ მენეჯერი

SMOTORS თბილისი ქართული
Posted Aug 06, 2026 20h ago apply by Sep 04, 2026

Job description

"SMOTORS" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბრენდ მენეჯერი მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1 სამუშაო გრაფიკი: სრული. კომპანიის შესახებ: კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/ "SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია! სამუშაოს მოკლე აღწერა: კომპანიის არსებულ საერთაშორისო მომწოდებლებთან მუდმივი საქმიანი კომუნიკაციის წარმოება (შესყიდვის ფასზე, ბონუსზე, მარკეტინგილ ბიუჯეტზე) საქონლის საფასო პოლიტიკის განსაზღვრა; გაყიდვების დინამიკის, სეზონურობისა და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი, მოთხოვნის წინასწარი განსაზღვრა; მარაგების კონტროლი დეფიციტის თავიდან ასაცილებლად; შეკვეთების ფორმირება, ლოგისტიკის დეპარტამენტთან კოორდინაცია; დეფიციტური საქონლის ადგილობრივ ბაზარზე შევსება; ბაზრის, კატეგორიის, საქონლის, კონკურენტების შესწავლა და ანალიზი; დაბალი ბრუნვადობისა და არალიკვიდური მარაგების რეგულარული იდენტიფიცირება; მათი რეალიზაციის მიზნით, წამახალისებელი აქტივობების, ფასდაკლებებისა, სხვა მსგავსი აქტივობების ინიცირება და დაგეგმვა მარკეტინგის მენეჯერთან ერთად; კატალოგების და საქონელზე ინფორმაციის განახლების უზრუნველყოფა; საგარანტიო საკითხებში ჩართულობა; მარაგებისა და ბრუნვადობის შესახებ პერიოდული ანალიტიკური რეპორტების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნა) აუცილებელია ბრენდ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება; ექსელის კარგად ცოდნა; ჩვენ გთავაზობთ: მზარდ კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით; სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით. ანაზღაურება - ფიქსირებული თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: [email protected] სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება. კომპანია „სმოტორს“-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!