TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბრენდ მენეჯერი

ბრენდ მენეჯერი

Bank of Georgia Tbilisi, Georgia
Posted Jul 10, 2026 22h ago

Job description

საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე ფიზიკური პირების მარკეტინგის გუნდში. საქართველოს ბანკში, ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა შეგვიძლია ადამიანებს დავეხმაროთ საკუთარი პოტენციალის მეტად ათვისებაში. ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა და ამისთვის არ ვჩერდებით. ბრენდ მენეჯერი არის ადამიანი, რომელიც მომხმარებლის ქცევისა და საჭიროებების ღრმა ანალიზზე დაყრდნობით ავითარებს პროდუქტს, ქმნის ეფექტურ მარკეტინგულ სტრატეგიებს და მართავს მონაცემებზე დაფუძნებულ კამპანიებს საქართველოს ბანკის დიდ გუნდთან ერთად. ბრენდ მენეჯერს უამრავი საინტერესო საქმე აქვს: მომხმარებელთა ქცევის კვლევა და ინსაითების იდენტიფიცირება; მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ოპტიმიზაცია ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით; მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა; ინოვაციური მიდგომების და ახალი შესაძლებლობების მოძიება, მათ შორის AI-ის გამოყენების გზების კვლევა ყოველდღიურ პროცესებში. მარკეტინგის მიზნების შესაბამისად, შესაბამისი მიმართულებისა და პროდუქტების სტრატეგიის შექმნა და აღსრულება ბრენდის სტრატეგიის გათვალისწინება, ბიზნეს მიზნებთან შესაბამისობა და ბაზარზე სწორი პოზიციონირების უზრუნველყოფა გავლენის მქონე კამპანიების შემუშავება და ბრენდის კონსისტენტურობის დაცვა ყველა არხში, მათ შორის ციფრულ, პრინტ თუ ფიზიკურ შეხების წერტილებში ქროს-ფუნქციურ გუნდებთან და სტეიკჰოდერებთან კოლაბორაცია მარკეტინგის, ბიზნესის, დამხმარე გუნდების, კვლევების და IT მიმართულებით პროცესების შეუფერხებლად მიმდინარეობისთვის პროდუქტების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა მონაცემების ანალიზით, ბაზრის კვლევისა და მომხმარებლების უკუკავშირის გათვალისწინებით კამპანიისა და პროდუქტის პერფორმანსის მონიტორინგი ანალიზი და დატაზე დაყრდნობილი ოპტიმიზაცია. Ვფიქრობთ, Რომ Დაგჭირდება მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ციფრული პროდუქტების ან მარკეტინგის მიმართულებით: მარკეტინგის მენეჯერი, ექაუნთ მენეჯერი, ბრენდ მენეჯერი, პროდუქტის მენეჯერი, პროდუქტის მარკეტერი გამოცდილება მონაცემებზე დაფუძნებული კამპანიების დაგეგმვასა და მართვაში; მომხმარებელთა ქცევის ანალიზისა და კვლევების გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება; Ჩვენი Აზრით, Ბრენდ Მენეჯერისთვის Მნიშვნელოვანია ძლიერი ანალიტიკური უნარები და მონაცემებთან მუშაობის კომფორტი; მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირების უნარი კვლევებსა და მონაცემებზე დაყრდნობით; growth marketing-ის პრინციპების ცოდნა (სასურველია); მონაცემების ვიზუალიზაციის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ. Power BI - სასურველია); ციფრულ არხებში ეფექტური კომუნიკაციის დაგეგმვის გამოცდილება; ინიციატივის გამოჩენის და იდეების არგუმენტირების უნარი; ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის და ახალი მიდგომების ტესტირების სურვილი; ინტერესი AI-ის მიმართ და მისი გამოყენების სურვილი სამუშაო პროცესის გაუმჯობესებისთვის; გუნდთან თანამშრომლობის და საერთო შედეგზე ორიენტირების უნარი. გელოდებით, ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ანალიტიკურ, შედეგზე ორიენტირებულ და განვითარებაზე ფოკუსირებულ ადამიანებს. მოგვიყევი შენზე! გამოხმაურებას ველით 2026 წლის, 24 ივლისი, წარმატებები!