TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბრენდ მენეჯერი/პროდუქტ მენეჯერი

ბრენდ მენეჯერი/პროდუქტ მენეჯერი

პრემიქსი Georgia ქართული
Posted Jul 23, 2026 1 day ago apply by Aug 23, 2026

Job description

შპს " პრემიქსი " წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოში ავტონაწილების და საცხებ-საპოხი პროდუქტების რეალიზაციით, რომელიც დაკავებულია როგორც საცალო, ასევე კორპორატიული და საბითუმო ვაჭრობით. კომპანია "პრემიქსი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის/პროდუქტ მენეჯერის პოზიციაზე. მოვალეობები: ბრენდისა და ასორტიმენტის მართვა: ** მომწოდებლების/ბრენდების პორტფელის ფორმირება და განვითარება ** ასორტიმენტის მართვა — ახალი პოზიციების შემოტანა, არაეფექტური პოზიციების გამორიცხვა ** ბრენდის პოზიციონირებისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავება კომერციული პირობები: ** მომწოდებლებთან მოლაპარაკებები: შესყიდვის ფასები, ბონუსები/რებეითები, წლიური კონტრაქტები, მარკეტინგული ბიუჯეტი ** საფასო პოლიტიკის განსაზღვრა ყველა არხისთვის (საბითუმო, საცალო, ონლაინ) ** ბრენდის მომგებიანობის (მარჟის) კონტროლი დაგეგმვა და მარაგები ** გაყიდვების პროგნოზირება და შესყიდვების დაგეგმვა ** ნაშთების კონტროლი — ბრუნვადობა, დეფიციტისა და ზედმეტი მარაგის მართვა ** შეკვეთების ფორმირება, იმპორტის პროცესში ლოგისტიკის მიმართულებასთან კოორდინაცია (ვადები, დოკუმენტაცია) ** საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი შესყიდვებით დეფიციტის დაფარვა ანალიტიკა: ** ბაზრის, კატეგორიის, პროდუქტისა და კონკურენტების შესწავლა/ანალიზი ** გაყიდვების ანალიტიკა და ბრენდის KPI-ების მონიტორინგი (ბრუნვა, მარჟა, ბრუნვადობა, ბაზრის წილი) ** პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელობისა და მომწოდებლისთვის მარკეტინგი და გაყიდვების მხარდაჭერა: ** ბრენდის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება (აქციები, პრომო, POS მასალები, ონლაინ კონტენტი) მარკეტინგის მენეჯერთან ერთად ** გაყიდვების გუნდისა და საცალო ქსელის ფრონტ-პერსონალის ტრენინგები პროდუქტზე ** კატალოგებისა და ტექნიკური/პროდუქტული ინფორმაციის განახლების უზრუნველყოფა ** საგარანტიო და სარეკლამაციო საკითხებში ჩართულობა მომწოდებელთან სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:30 სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 3/29; ანაზღაურება: შეთანხმებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი (საკომუნიკაციო უნარები) ** ინგლისური ენის ცოდნა ** საავტომობილო სფეროში ბრენდ მენეჯერად/გაყიდვების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება ** უპირატესობა მიენიჭება ავტონაწილებისა და საცხებ-საპოხი საშუალებების სფეროში მუშაობის გამოცდილებას ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და მიუთითეთ პოზიციის დასახელება.