ბრენდის დიზაინერი
Job description
" Lemons Development " და " ალფა სახლი " აცხადებს ვაკანსიას: ბრენდის დიზაინერი (Brand Designer) https://www.facebook.com/share/1NK8FkseYD/?mibextid=wwXIfr http://www.alphahome.ge/ ჩვენს შესახებ "Lemons Development" და "ალფა სახლი" უძრავი ქონების სფეროში მოქმედი კომპანიებია, რომლებიც ბრენდის განვითარების ახალ ეტაპზე გადადიან. ვეძებთ გამოცდილ ბრენდის დიზაინერს, რომელიც შეძლებს კომპანიის ბრენდის შექმნას სტრატეგიული კვლევიდან საბოლოო ვიზუალურ იდენტობამდე. პროექტი მოიცავს ბრენდის კონცეფციის, პოზიციონირების, ვიზუალური სისტემისა და Brand Book-ის შექმნას. შესაძლებელია, შერჩეულ კანდიდატს დაევალოს ორივე კომპანიის ბრენდზე მუშაობა ან მხოლოდ ერთ პროექტში ჩართვა. სამუშაოს ფორმატი ** თანამშრომლობის ფორმა: პროექტული ** სამუშაო ადგილი: ოფისიდან ან დისტანციურად ** ოფისი: თბილისი, წერეთლის გამზირი 117ა ** ანგარიშგება: ტექნიკური დირექტორი და მარკეტინგის მენეჯერი ** პროექტის ვადა: თითოეული ბრენდის შექმნისთვის 15 კალენდარული დღე ** ანაზღაურება: შეთანხმებით ძირითადი პასუხისმგებლობები: ** ბრენდის კვლევა, ბაზრის, კონკურენტებისა და მიზნობრივი აუდიტორიის ანალიზი; ** ბრენდის სტრატეგიისა და პოზიციონირების ჩამოყალიბება; ** ბრენდის კონცეფციის შემუშავება და პრეზენტაცია; ** ვიზუალური იდენტობის შექმნა (ლოგო, ფერთა სისტემა, ტიპოგრაფია, გრაფიკული ელემენტები, იკონოგრაფია); ** ალფა სახლისთვის არსებული ლოგოს რედიზაინი; ** ბრენდის ვერბალური იდენტობის (Tone of Voice-ის ძირითადი პრინციპების) განსაზღვრა; ** Brand Book-ის მომზადება; ** სოციალური მედიისა და კორპორატიული მასალების დიზაინის შექმნა; ** ბრენდის გამოყენების სტანდარტების განსაზღვრა; ** პროექტის პრეზენტაცია და დამტკიცების პროცესში თანამშრომლობა ტექნიკურ დირექტორსა და მარკეტინგის მენეჯერთან. რას ველით კანდიდატისგან ვეძებთ დიზაინერს, რომელიც ბრენდინგს განიხილავს როგორც სტრატეგიულ პროცესს და შეუძლია დაასაბუთოს თითოეული გადაწყვეტილება - ლოგო, ფერები, ტიპოგრაფია, ვიზუალური სისტემა და კომუნიკაციის ტონი უნდა ემსახურებოდეს ბრენდის პოზიციონირებას და კომპანიის მიზნებს. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია ** ბრენდის დიზაინის ან ვიზუალური იდენტობის შექმნის გამოცდილება; ** პორტფოლიო, სადაც წარმოდგენილია როგორც საბოლოო შედეგი, ასევე ბრენდის შექმნის პროცესი; ** ბრენდის სტრატეგიისა და ვიზუალური სისტემის შექმნის გამოცდილება; ** კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კონცეფციის ჩამოყალიბების უნარი; ** Adobe Illustrator-ის, Photoshop-ის, Figma-ს ან სხვა შესაბამისი პროგრამების ცოდნა; ** იდეების არგუმენტირებული პრეზენტაციის უნარი; ** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. უპირატესობად ჩაითვლება ** დეველოპერულ ან უძრავი ქონების სექტორში მუშაობის გამოცდილება; ** სააგენტოში ან მრავალბრენდიან პროექტებზე მუშაობის გამოცდილება. პროექტის საბოლოო შედეგი პროექტის ფარგლებში ველით: ** ბრენდის სტრატეგიას; ** ვიზუალურ იდენტობას; ** Brand Book-ს; ** ბრენდის გამოყენების სტანდარტებს; ** სოციალური მედიის ძირითად ვიზუალურ შაბლონებს; ** კორპორატიული მასალების დიზაინსისტემას. განაცხადის წარდგენა გთხოვთ, გამოაგზავნოთ: ** CV; ** პორტფოლიო; ** სასურველია 2-3 დასრულებული ბრენდინგის პროექტის მოკლე აღწერა, სადაც წარმოდგენილია ამოცანა, სტრატეგიული მიდგომა და საბოლოო შედეგი. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 აგვისტო . როგორ შემოგვიერთდეთ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: [email protected] . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "ბრენდის დიზაინერი". პერსონალური მონაცემების დაცვა "Lemons Development" და "ალფა სახლი" კანდიდატთა პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ მხოლოდ არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კანდიდატს უფლება აქვს: ** მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული მონაცემების შესახებ; ** მოითხოვოს მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. აღნიშნული მოთხოვნით შეგიძლიათ მოგვმართოთ: [email protected] CV-ის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კანონმდებლობის შესაბამისად. თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა "Lemons Development" და ალფა სახლი იზიარებენ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიური სამუშაო გარემოს პრინციპებს. ყველა კანდიდატი შეფასდება მხოლოდ პროფესიული გამოცდილების, კომპეტენციებისა და პოზიციის მოთხოვნებთან შესაბამისობის საფუძველზე. კომპანია არ უშვებს დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით და უზრუნველყოფს სამართლიან, გამჭვირვალე და ობიექტურ შერჩევის პროცესს. დამატებითი ინფორმაცია: (+995 32) 245 01 01