TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბუღალტერი

ბუღალტერი

loyal-partners Georgia ქართული
Posted Jul 21, 2026 16h ago apply by Aug 21, 2026

Job description

"Loyal Partners" არის ციფრული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 150-ზე მეტ პარტნიორს სთავაზობს ფინანსურ, საბუღალტრო და ბიზნეს მხარდაჭერის სერვისებს. კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე, ინოვაციურ მიდგომებსა და გრძელვადიან პარტნიორობაზე. "Loyal Partners" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ბუღალტერი ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე მდებარეობა: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 ძირითადი მოვალეობები: ** საბუღალტრო გატარებების დროული და ზუსტი რეგისტრაცია; ** საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში წარდგენა; ** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და მართვა; ** ფინანსური ანგარიშგებებისა და რეპორტების მომზადების პროცესში მონაწილეობა; ** საჭიროების შემთხვევაში საბანკო ოპერაციების განხორციელება; ** კლიენტების საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება კომპანიის სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და უკუკავშირის უზრუნველყოფა, მათ შორის საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის შემდეგ; ** შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით; ** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** Balance-ის ან FINA-ს საბუღალტრო პროგრამების ცოდნა; ** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კარგი ცოდნა; ** Microsoft Office-ის პროგრამების ეფექტურად გამოყენების უნარი; ** ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** ACCA-ის სტუდენტის სტატუსი ჩაითვლება დამატებით უპირატესობად. დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.