TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბუღალტერი

ბუღალტერი

Inex Group Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია " ინექს გრუპი " აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. "ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე ანაზღაურება: 2000 ლარი სამუშაო აღწერილობა: ** ინვოისების გატარება და ხარჯების დარიცხვა საბუღალტრო პროგრამაში პირველადი დოკუმენტების საფუძველზე; ** დებიტორების და კრედიტორების ნაშთების გადამოწმება და კონტროლი, პერიოდის ბოლოს 1410-3110 ანგარიშების დახურვის პროცესისთვის მომზადება; ** საერთაშორისო გადაზიდვების სამივლინებო რეპორტების შემოწმება და ხარჯების მიხედვით გატარება საბუღალტრო პროგრამაში; ** საწვავის ხარჯის ჩამოწერა და დარიცხვა; ** ძირითადი აქტივების შექმნა და დარიცხვა; ** პერიოდის დახურვის პროცესში ჩართულობა. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების სფეროში; ** ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება 2 წელი; ** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; ** საგადასახადო კანონმდებლობის და შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა; ** საბუღალტრო პროგრამა "ორის ბუღალტერიაში" მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება; ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა; ** გუნდში მუშაობის უნარი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ სივი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება. წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, დასაქმების მსურველი რეზიუმის (CV-ის) გამოგზავნით აცხადებს თანხმობას შპს "ინექს გრუპის" მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული მიმდინარე ვაკანსიისთვის, თქვენი რეზიუმე კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, იგივე ან მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში განხილვის მიზნით. დასაქმების მსურველს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, შესაბამისი განცხადების შემდეგ მისამართზე გამოგზავნის გზით: [email protected] . კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!