---
title: ბუღალტერი
description: ჰოლდინგური ტიპის კომპანიას ესაჭიროება ბუღალტერი . სამუშაო საათები: 11 სთ-19 სთ. შესვენება 1 საათი სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სრული განაკვეთი ანაზღაურება: 4000 ლარიდან , შეთანხმები
---

# ბუღალტერი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-08-25  
**Apply by:** 2026-09-25

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=747628)

## Job description

ჰოლდინგური ტიპის კომპანიას ესაჭიროება ბუღალტერი . სამუშაო საათები: 11 სთ-19 სთ. შესვენება 1 საათი სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სრული განაკვეთი ანაზღაურება: 4000 ლარიდან , შეთანხმებით ფუნქცია-მოვალეობები: ** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება; ** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია; ** შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა; ** გაყიდვების/შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარებების აქტების, შესყიდვების აქტების და ა. შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება; ** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება; ** პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება; ** სალაროს ნაშთის კონტროლი; ** საზოგადოების ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი; ** სხვადასხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის ბუღალტრის/აუდიტორის საქმიანობიდან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საგადასახადო დაბეგვრის საკითხების ზედმიწევნით ცოდნა. ** უმაღლესი განათლება, ეკონომიკის ან/და ბუღალტრული აღრიცხვის განხრით; ** უპირატესობად ჩაითვლება საგადასახადო ორგანოში/ უდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება; ** 5 წლამდე სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში; ** სასურველია საგადასახადო ორგანოში მუშაობის გამოცდილება; ** საბუღალტრო პროგრამა fina-ს ცოდნა; ** საგადასახადო სტრუქტურებთან ურთიერთობის გამოცდილება; პიროვნული მახასიათებლები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; ** ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული; დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: tbilisiconstruct777@gmail.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
