ბუღალტერი
Job description
" Just Advisors " ეძებს გამოცდილ ბუღალტერს, რომელიც გაუწევს სრულ საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურებას კომპანიის კლიენტებს. ჩვენი კლიენტები არიან საქართველოში რეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც საქმიანობენ სხვადასხვა სფეროში. შესაბამისად, ბუღალტერს ექნება რამდენიმე კომპანიის დამოუკიდებლად მართვისა და მათ წარმომადგენლებთან უშუალო კომუნიკაციის პასუხისმგებლობა. განყოფილება: საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურება ლოკაცია: თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6 დასაქმება: სრული განაკვეთი ძირითადი მოვალეობები: ** კლიენტი კომპანიების სრული საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის წარმოება; ** კლიენტის საქმიანობის შესწავლა და შესაბამისი საბუღალტრო პროცესების სწორად ორგანიზება; ** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების მიღება, შემოწმება და დამუშავება; ** საბანკო ოპერაციების, ინვოისებისა და ანგარიშ-ფაქტურების აღრიცხვა; ** ხელფასების დარიცხვა და სახელფასო უწყისების მომზადება; ** ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა; ** კლიენტი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და დადგენილ ვადებში წარდგენა; ** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი; ** კლიენტებისთვის პერიოდული ფინანსური და საბუღალტრო ინფორმაციის მომზადება; ** კლიენტებთან მიმდინარე საკითხებზე კომუნიკაცია და კონსულტაციის გაწევა; ** შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაცია და საჭირო საკითხების მართვა; ** კომპანიის იურისტებთან და საგადასახადო მიმართულების სპეციალისტებთან კოორდინაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** რამდენიმე კომპანიის ერთდროულად მართვის გამოცდილება; ** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა; ** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და ორგანიზებულობა; "Just Advisors" გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** სხვადასხვა სფეროში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილებას; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას; ** თანამედროვე სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს. თუ გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე CV: [email protected] და ელფოსტის სათაურში მიუთითე: "ბუღალტერი".