TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბუღალტერი

ბუღალტერი

sairme-bakery Georgia ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

" საირმის საცხობი " აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ გამოცდილ, ძლიერ და მოტივირებულ პროფესიონალს, რომელიც წარმართავს კომპანიის ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვას. კომპანია ამჟამად მოიცავს კაფეს 4 ფილიალს და 2 საწარმოს (ხორცპროდუქტებისა და პურ-ფუნთუშეულის მიმართულებით). კომპანიაში დანერგილია ბუღალტრული პროგრამა FINA. დაქვემდებარება: საწარმოოს დირექტორი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის საბუღალტრო და საგადასახადო საქმიანობის წარმოება და კონტროლი საბუღალტრო პროგრამაში FINA; ** საწარმოო და არასაწარმოო მარაგების (ნედლეული, ნახევარფაბრიკატები, მზა პროდუქცია) ზუსტი აღრიცხვა, წარმოების კალკულაციების ასახვა, ჩამოწერების კონტროლი და ფილიალებს შორის შიდა გადაადგილებების მონიტორინგი; ** ყოველდღიური სამეურნეო ოპერაციების, საბანკო გადარიცხვებისა და პირველადი დოკუმენტაციის (ინვოისები, ზედნადებები, ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები) გადამოწმება და პროგრამაში დროული ასახვა; ** ფილიალების ჭრილში სალაროების ყოველდღიური/ყოველთვიური კონტროლი, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებებისა და ნაშთების სისწორის უზრუნველყოფა; ** ხელფასების, ბონუსების, სამივლინებო ხარჯებისა და სადაზღვევო პრემიების უწყისების მომზადება და დარიცხვა; ** ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და RS.ge პლატფორმაზე დადგენილ ვადებში წარდგენა; ** SARAS-ის პლატფორმაზე ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა; ** კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი ფულადი გადარიცხვისა და ხელშეკრულების საგადასახადო კუთხით განხილვა და რისკების მინიმიზაცია; ** თვის, კვარტლისა და წლის დახურვის პროცესების სრულყოფილი შესრულება, ფინანსური ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის; ** აუდიტორებთან, ბანკებთან და შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობის წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საბუღალტრო პროგრამა FINA-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (სავალდებულოა); ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით; ** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ/საბუღალტრო სფეროში ** წარმოებისა და HoReCa (კაფე/რესტორანი) სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად; ** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა; ** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; პიროვნული თვისებები: ** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა; ** საქმის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების სწრაფად პოვნის უნარი. რას გთავაზობთ ჩვენ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას (კვალიფიკაციიდან გამომდინარე); ** სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას თანადაფინანსებით; ** ჰიბრიდულ სამუშაო გრაფიკს (შეთანხმებით). დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ: ბუღალტერი.