ბუღალტერი
Job description
ჰოლდინგური ტიპის კომპანიას ესაჭიროება ბუღალტერი . სამუშაო საათები: 11 სთ-19 სთ. შესვენება 1 საათი სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სრული განაკვეთი. ანაზღაურება: 4000 ლარიდან, შეთანხმებით ფუნქცია-მოვალეობები: პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება; კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია; შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა; გაყიდვების/შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარებების აქტების, შესყიდვების აქტების და ა. შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება; დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება; პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება; სალაროს ნაშთის კონტროლი; საზოგადოების ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი; სხვადასხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის ბუღალტრის/აუდიტორის საქმიანობიდან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება, ეკონომიკის ან/და ბუღალტრული აღრიცხვის განხრით; უპირატესობად ჩაითვლება საგადასახადო ორგანოში/ უდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება; 3 წლამდე სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში; საბუღალტრო პროგრამა fina-ს ცოდნა; საგადასახადო სტრუქტურებთან ურთიერთობის გამოცდილება; პიროვნული მახასიათებლები: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; დეტალებზე ორიენტირებული; დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი; ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული; დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.