ბუღალტერი
Job description
ბუღალტრული მომსახურების კომპანია " FIN WAY " აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. თუ გსურს იმუშაო პროფესიონალ გუნდში, სადაც შრომა ფასდება, განვითარება რეალურია და ყოველდღიურად საინტერესო გამოცდილებას მიიღებ — შემოგვიერთდი! FIN WAY უკვე მრავალი წელია წარმატებით ემსახურება სხვადასხვა სფეროს კომპანიებს და ქმნის პროფესიონალურ გარემოს, სადაც თითოეული თანამშრომლის განვითარება მნიშვნელოვანია. ჩვენთან გელოდება: ** მრავალფეროვანი კლიენტები ** პროფესიონალი მთავარი ბუღალტრების მხარდაჭერა ** მუდმივი სწავლა და განვითარება ** მეგობრული გუნდი ** კარიერული განვითარების შესაძლებლობა ** კომფორტული სამუშაო გარემო ** გარემო, სადაც შრომა და ერთგულება ნამდვილად ფასდება ძირითადი მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** ORIS-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა მოტივირებულ კანდიდატს მუშაობას თავადაც შევასწავლით ** აუცილებელია MS Excel-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა ძირითადი მოვალეობები: ** პირველადი დოკუმენტების სიზუსტის კონტროლი და ასახვა ** სალაროს კონტროლი ** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში ** ხარჯების დარიცხვა ** სხვა ბუღალტრული საქმიანობის განხორციელება პიროვნული კომპეტენციები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** გუნდური მუშაობის უნარი ** პროფესიონალიზმი და განვითარების სურვილი ანაზღაურება: 1800 ლარიდან (ხელზე ასაღები) + ზრდის პერსპექტივა გამოცდილებისა და შედეგების შესაბამისად. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 ადგილმდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზ. 23ა დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] Subject-ში მიუთითეთ: "ბუღალტერი" და სასურველი ანაზღაურება. თუ გსურს გახდე FIN WAY-ის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე რეზიუმე და ჩვენ სიამოვნებით გაგიცნობთ! კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.