ბუღალტერი
Job description
"კერხერ-საქართველო" წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Karcher SE & Co.KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლის შოურუმებიც მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში. იგი ასევე ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს და საცალო მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით. "კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი ** სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:00-18:00); ** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** საშვებულებო დღეების რაოდენობა: 30 დღე. ბუღალტრის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის (ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები) მიღება, შემოწმება და გატარება საბუღალტრო პროგრამაში კომპანიის სტანდარტების და აღრიცხვის წესების მიხედვით; ** საბანკო გადარიცხვების განხორციელება და ამონაწერების ყოველდღიური დამუშავება/დადარება; ** კრედიტორული დავალიანებების მართვა, კონტროლი და ურთიერთშედარების აქტების მომზადება; ** საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვა: RS.GE-ზე მუშაობა: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და ზედნადებების კონტროლი, ძირითადი საშუალებების აღრიცხვა-ინვენტარიზაცია; ** აუდიტორებთან და საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობაში მონაწილეობა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით (ACCA-ს სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად) ** გამოცდილება: მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე ** საგადასახადო კანონმდებლობა: საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და BAF/IFRS კარგი ცოდნა ძირითადი მოთხოვნები: ** შემოსავლების სამსახურის პორტალზე (RS.GE) მუშაობის სიღრმისეული გამოცდილება ** საბუღალტრო პროგრამის 1С-ის ცოდნა ** MS Excel-ის ცოდნა ** ინგლისური ენის ცოდნა პიროვნული უნარ-ჩვევები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა ** ანალიტიკური აზროვნებისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი ** გუნდური მუშაობისა და სტრესულ გარემოში ოპერატიულად მოქმედების უნარი დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV მისამართზე: [email protected] და გთხოვთ "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს! შპს "კერხერი"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ შპს "კერხერი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "კერხერი"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. გისურვებთ წარმატებებს!