ბუღალტერი
Job description
შპს „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბუღალტერი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (9:45სთ-18:15სთ) სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი გორგასლის ქ. #9 ძირითადი მოვალეობები პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა; საბანკო ოპერაციების ასახვა; სალაროს ოპერაციების წარმოება; საგადასახადო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა; მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ანგარიშსწორებების კონტროლი; საბუღალტრო ბაზის დამუშავება; ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა; ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა პროფესიული დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით; ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება; საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა; ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა; MS Excel-ის კარგი ცოდნა (Pivot Table, Lookup ფუნქციები, მონაცემთა დამუშავება); საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (1c, Oris, RS.ge და სხვა შესაბამისი პროგრამები); სასურველია ACCA, ან სხვა პროფესიული განვითარების კურსების სერთიფიკატი ან სწავლების პროცესი. პიროვნული უნარები მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ანალიტიკური აზროვნება; დეტალებზე ორიენტირებულობა; გუნდური მუშაობის უნარი; დროის ეფექტურად მართვის უნარი; ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი; პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტი; პრობლემის დამოუკიდებლად ანალიზისა და გადაწყვეტის უნარი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვეძებთ თანამშრომელს, რომელიც: პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ საქმიანობას; არ მალავს შეცდომას და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად ახდენს ინფორმირებას; იზიარებს გუნდური მუშაობის პრინციპებს; ორიენტირებულია განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე; პატივს სცემს სამუშაო პროცესებსა და ორგანიზაციულ სტრუქტურას. ჩვენ გთავაზობთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს; გამოცდილ გუნდთან მუშაობას; თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპებზე დაფუძნებულ სამუშაო პროცესს; კარიერული განვითარების შესაძლებლობას. უპირატესობად ჩაითვლება სამედიცინო ან მრავალპროფილურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება; ფინანსური ანალიზის საფუძვლების ცოდნა; Power Query / Power Pivot / Power BI-ის საბაზისო ცოდნა; ავტომატიზაციისა და პროცესების გაუმჯობესების ინიციატივა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე [ფოტო სურათით] გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]