ბუღალტერი
Job description
" კანი ჯგუფი " აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე სამუშაო ადგილი: გიორგი სააკაძის დაღმართი N11 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი სამუშაო საათები: 10:00-18:00 ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის სრული საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება; ** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა; ** საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და გადახდების კონტროლი; ** მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ანგარიშსწორების კონტროლი; ** თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვა; ** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა; ** ყოველთვიური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა; ** ბუღალტრული დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივირება; ** ფინანსური მონაცემების ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშების მომზადება; ** ბუღალტრულ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით; ** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება; ** საქართველოს საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა; ** RS-ის პორტალთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; ** MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა ** ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი; ** დროის ეფექტურად მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** მაღალი პროფესიული ეთიკა და კონფიდენციალურობის დაცვა. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს; ** კონკურენტულ ანაზღაურებას (შეთანხმებით); ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ, პროფესიონალურ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობას; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ: "ბუღალტერი". გისურვებთ წარმატებას!