ბუღალტერი
Job description
m² უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით. გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია m² - ზე. ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს! კომპანია m² აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: როგორც ბუღალტერიის გუნდის წევრს, გექნებათ შესაძლებლობა ჩაერთოთ m²-ის ფინანსური პროცესების ყველა ეტაპში, რომელიც მოიცავს ათეულობით კომპანიის ფინანსური მონაცემების კონსოლიდაციას. თქვენ ითანამშრომლებთ ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების ხელმძღვანელსა და გუნდის სხვა წევრებთან და მხარდაჭერას გაუწევთ შემდეგ მიმართულებებს: ** ბუღალტრული ჩანაწერების მომზადება, შემოწმება და ანალიზი; ** ბალანსისა და სხვა ფინანსური ანგარიშგებების მომზადება ანგარიშების ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და შეჯამების საფუძველზე, ფინანსური სტანდარტების შესაბამისად; ** გადასახდელი გადასახადებისა და საგადასახადო დეკლარაციების გაანგარიშება; ** ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება; ** ყოველდღიური ფულადი გადარიცხვების განხორციელება (მათ შორის, სახელფასო გადარიცხვები); ** გარე საგადასახადო აუდიტის პროცესში ძირითადი საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ტექნიკური უნარები: Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა. უპირატესობად ჩაითვლება ACCA-ის ნაწილობრივი კვალიფიკაციის ფლობა; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა, როგორც ზეპირი, ისე წერითი); მჭიდრო ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი; ** აუცილებელია ბუღალტრულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; ** უპირატესობად ჩაითვლება ბუღალტრული პროგრამა ბალანსის ცოდნა; თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 30 ივლისამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი". ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ. რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთაღნიშნულ პირობებს.