ბუღალტერი
Job description
სს " თბილისი ცენტრალი " აცხადებს 1 (ერთ) ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: "თბილისი ცენტრალის" ადმინისტრაცია სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი; 10-18 საათი; საჭიროების შემთხვევაში, შაბათ-კვირა ფუნქცია-მოვალეობები: ** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების კონტროლი; ** სალაროს ოპერაციების შემოწმება, პროგრამაში ასახვა და შედარება რეპორტებთან; ** საბანკო ტერმინალების დამუშავება, საბუღალტრო პროგრამებში ასახვა და შედარება შესაბამის პროგრამებთან; ** საჭიროების შემთხვევაში ინკასაციების პროცესებზე დასწრება და სალაროს ნაშთის შემოწმება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით; ** ნაღდ და უნაღდო ოპერაციებთან მუშაობის გამოცდილება; ** EXCEL მუშაობის გამოცდილება; ** საბანკო ტერმინალებთან მუშაობის გამოცდილება; ** ბუღალტრად ან საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ სამი წელი. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ანალიტიკური აზროვნება; ** პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი; ** ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ორგანიზებულობა დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე [email protected] არაუგვიანეს 2026 წლის 31 აგვისტოსა. გთხოვთ, წერილის, თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.