TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბუღალტერი

ბუღალტერი

detect Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

სახანძრო უსაფრთხოების კომპანია " DETECT " აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი N73 სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე, საჭიროების შემთხვევაში შაბათი 11:00-15:00 ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობები/მოთხოვნები: ** აუცილებელია ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა. ** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება, დებიტორებთან/კრედიტორებთან წერილობითი კომუნიკაცია დავალიანებების შედარებისა და ჩარიცხვების დროულად განხორციელების უზრუნველსაყოფად; ** შესყიდვებთან/რეალიზაციებთან დაკავშირებული სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების ყოველდღიური კონტროლი, RS პორტალზე მუშაობა; ** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების/რეპორტების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. ** მიღებული პროდუქციის შესყიდვის დოკუმენტთან შესაბამისობის დადგენა; ** მარაგების ნაშთის კონტროლი, პროგრამული და რეალური ნაშთების დადარება; ** სხვადასხვა ფინანსური რეპორტებისთვის მონაცემების მომზადება; ** ანალიტიკური უნარები და დეტალებისადმი ყურადღება; ** ხარჯთაღრიცხვების წარმოება; ** ობიექტების მიხედვით მასალების კონტროლი; ** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, კონტროლი; ** საწვავის ნაშთების კონტროლი, საწვავის ჩამოწერის აქტების გამზადება; ** ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული/ჩარიცხული თანხების კონტროლი კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად: ** CV-ის განხილვა; ** გასაუბრება. დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ბუღალტერი".