ბუღალტერი
Job description
„დეკა დეველოპმენტი“ ჯი თი სი ჯგუფის შვილობილი კომპანია რომელიც დაარსდა 2019 წელს, აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122 თანამდებობის დასახელება: ბუღალტერი სამუშაო გრაფიკი: სრული (40 საათი) ანაზღაურება: 3000-3500 (გამოცდილების მიხედვით) ფუნქცია-მოვალეობები: გადარიცხვების წარმოება მომწოდებლებთან; მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება კანონმდებლობისა და ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისად; ანგარიშ ფაქტურების საბუღალტრო პროგრამაში გატარების სიზუსტის კონტროლი; პროექტების სპეციფიკური ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება; დღგ-ს დეკლარაციებისთვის მიღებული ავანსების სისწორის დადასტურება; საშემოსავლო დეკლარაციისთვის განაცემთა ინფორმაციის სისწორის დასტური; აუდიტების სხვადასხვა დავალების შესრულება; პროგრამაში საჭირო რეპორტების მომზადება; საბანკო ოპერაციების პროგრამულად ასახვა; საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, დამუშავერბა, აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი; თანამშრომლებთან კოოორდინირებული მუშაობა; რეპორტინგი ხელმძღვანელთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით; 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსების სფეროში; წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; ანალიტიკური აზროვნება; დეტალებზე ორიენტირებული; FMG პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; სასურველია მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე გამოცდილება. დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.gtcgroup.ge . გისურვებთ წარმატებებს! დაინტერესების შემთხვევაში გადადით ბმულზე და გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: https://dekamanagementcompany.selfrecruit.ge/s/At07E