TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბუღალტერი

ბუღალტერი

არქი Georgia ქართული
Posted Jul 15, 2026 1 day ago apply by Jul 29, 2026

Job description

კომპანია " არქი" , წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. არქიში ვეძებთ ბუღალტერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: ** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება; ** ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით; ** ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, გადარიცხვების შესყიდვების/რეალიზაციების საბუღალტრო სისტემაში აღრიცხვა; ** ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების მართვა და კონტროლი; ** საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, მონიტორინგი და საგადასახადო დეკლარირება; ** საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და მენეჯმენტის, კრედიტორების, ინვესტორებისა და აუდიტორების საბუღალტრო ინფორმაციით უზრუნველყოფა; ** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება; ** დადგენილ ვადებში დეკლარირება; ** ინტერნეტ ბანკინგის მართვა, საბანკო გადარიცხვების მართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან/და ფინანსების მიმართულებით; ** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით; ** მთავარ ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სხვადასხვა საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება; ** საგადასახადო კოდექსის ცოდნა; ** Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 29 ივლისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.