ბუღალტერი
Job description
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge „ ამბოლი “ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 14; სამუშაო საათები: 10:00 - 18:00. ძირითადი მოვალეობები: ყოველდღიური ბუღალტურული ოპერაციების შესრულება; შემოსავლებისა და ხარჯების პროგრამული ასახვა; პირველადი დოკუმენტების დამუშავება/შემოწმება; დებიტორ-კრედიტორების დავალიანებების სისწორის კონტროლი და შედარებების წარმოება; სხვადასხვა სახის ინფორმაციისა და რეპორტების მომზადება; უშაუალო ხელმძღვანელის სხვა პროფილური დავალებების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბუღალტერიის ან ფინანსების განხრით; სასურველია ACCA-ს I დონის სერტიფიკატი; ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა; სასურველია პროგრამა 1C-ის, ORIS-ის ცოდნა; სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. პიროვნული თვისებები: ანალიტიკური აზროვნების უნარი; ორგანიზებულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.