TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბუღალტერი

ბუღალტერი

კაფელის სახლი Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

მაღაზია " კაფელის სახლი " აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია. ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით; სამუშაო ადგილი: საბურთალო, ქავთარაძის ქუჩა #28-30, მაღაზია "კაფელის სახლი" სამუშაო დღეები: კვირაში ხუთი დღე სამუშაო საათები: 10:00-19:00 სამსახურებრივი მოვალეობა: ** ბუღალტრული/პირველადი დოკუმენტაციის პროგრამულად დამუშავება/შესაბამისი გატარებების გაკეთება; ** ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, მათ შორის: ხარჯების, მარაგების, და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების, საბანკო და სამეურნეო ოპერაციების და ა. შ. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამუშავება, მათი დროული და სწორად გაფორმების კონტროლი; ** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი/შედარება პარტნიორებთან; ** საბანკო და სალარო ოპერაციების წარმოება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების გაკეთება; ** საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების კონტროლი, ანგარიშ-ვალდებულ პირებთან შედარებების განხორციელება; ** საგადახდო დავალებების ატვირთვა-მომზადება; ** სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში მონაცემების წარდგენა; ** სხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს-ადმინისტრირების ან ბუღალტერიის მიმართულებით; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების კარგად ცოდნა, ასევე IFRS სტანდარტების ცოდნა; ** საგადასახადო პორტალთან RS.GE-სთან მუშაობის გამოცდილება; ** MS Office სამომხმარებლო ცოდნა, Excel-ის სიღრმისეული ცოდნა; ** პროგრამა APEX-ში მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების პრაქტიკული ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** ანალიტიკური აზროვნება, ** ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი, ** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი. რეზიუმე - სავალდებულოა ქართულ ენაზე, სასურველია ფოტოსურათით. საკონტაქტო პირი: ელ.ფოსტა: [email protected] ვებ გვერდი: http://www.peaniltd.com/