TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბუღალტერიისა და საოფისე კომპიუტერული პროგრამების პედაგოგი

ბუღალტერიისა და საოფისე კომპიუტერული პროგრამების პედაგოგი

სასწავლო ცენტრი ინოვაცია თბილისი ქართული
Posted Jul 23, 2026 1 day ago apply by Aug 21, 2026

Job description

სასწავლო ცენტრი ინოვაცია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერიისა და საოფისე კომპიუტერული პროგრამების პედაგოგის პოზიციაზე. მოვალეობები: 2-თვიანი საბუღალტრო კურსის დაგეგმვა და ჩატარება; მსმენელებისთვის თეორიული და პრაქტიკული მასალის მიწოდება; საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel, PowerPoint და სხვა) სწავლება; სასწავლო მასალებისა და პრაქტიკული დავალებების მომზადება; მსმენელთა პროგრესის შეფასება და მხარდაჭერა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბუღალტერიის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; სწავლების ან ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; კომუნიკაციისა და ინფორმაციის გადაცემის კარგი უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა. ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს; მოქნილ სამუშაო გრაფიკს; ღირსეულ ანაზღაურებას (შეთანხმებით); პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995555447702 სამუშაო ადგილი: ვარკეთილი ვაკანსია ღიაა როგორც გამოცდილ პედაგოგებისთვის, ასევე პრაქტიკოსი ბუღალტრებისთვის, რომლებსაც აქვთ ცოდნის გაზიარების სურვილი.