TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბუღალტრის ასისტენტი

ბუღალტრის ასისტენტი

fina Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

კომპანია " FINA " დაფუძნებულია საქართველოში 2011 წელს. არსებობის განმავლობაში FINA-ს გუნდი ქმნის და სთავაზობს მომხმარებლებს ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამულ უზრუნველყოფას სხვადასხვა მიმართულებით, რაც ბიზნესის ეფექტურობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამჟამად FINA 10-ზე მეტი პროდუქტითაა წარმოდგენილი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უცხოურ ბაზარზეც და მუდმივად აგრძელებს მომხმარებლისთვის თანამედროვე, მარტივი და ეფექტური სისტემების შექმნას. ვაკანსია: ბუღალტრის ასისტენტი კომპანია FINA-ში ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან ბუღალტრის ასისტენტს, რომელიც დაეხმარება გუნდს ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვასა და კლიენტებთან ეფექტურ კომუნიკაციაში. ძირითადი მოვალეობები: ** კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია (ტელეფონითა და სხვა საკომუნიკაციო არხებით) ** დებიტორული დავალიანებების სისტემატური მონიტორინგი და კლიენტებისთვის გადახდის შეხსენება ** მომსახურების ეტაპობრივი ზრდის/ცვლილებების შესახებ კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება ** კომუნიკაციის შედეგების აღრიცხვა და შესაბამისი ინფორმაციის განახლება სისტემაში ** ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე სხვა ადმინისტრაციული და საოპერაციო დავალებების შესრულება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით (სასურველია) ** ბუღალტრული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება (სასურველია) ** Microsoft Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, საბაზისო ცოდნა ჩვენთან თავს კომფორტულად იგრძნობ, თუ გაქვს: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა ** დროის ეფექტურად მართვის უნარი ჩვენ გთავაზობთ: ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას ** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს ** პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას ბუღალტრული და ფინანსური მიმართულებით დასაქმების ადგილი: თბილისი, პეკინის გამზ. N41 თუ გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გაგვიზიარე CV შემდეგ მეილზე: [email protected] გისურვებთ წარმატებას! თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით, რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციის ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.