ბუღალტრის ასისტენტი
Job description
ვაკანსია: ბუღალტრის ასისტენტი (სალაროს ოპერაციები) სამუშაო ადგილი: ქუთაისი ჩვენს გუნდში ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და მოტივირებულ ბუღალტრის ასისტენტს, რომელიც ჩაერთვება სალაროს ოპერაციების ყოველდღიურ მართვასა და ბუღალტრული პროცესების მხარდაჭერაში. ძირითადი მოვალეობები: ** სალაროს ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი; ** სალარო დოკუმენტაციის მომზადება, გაფორმება და სისტემატიზაცია; ** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების მიღება, შემოწმება და დამუშავება; ** ყოველდღიური სალაროს ნაშთების კონტროლი; ** ბუღალტრის მხარდაჭერა მიმდინარე საოპერაციო საქმიანობაში; ** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, თუმცა განიხილებიან მოტივირებული დამწყები კანდიდატებიც; ** MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** პრაქტიკული გამოცდილების მიღებას საბუღალტრო მიმართულებით; ** ანაზღაურება: 1, 500 ლარი (დარიცხვით). დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: [email protected] კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.wrc.ge და გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ: "ბუღალტრის ასისტენტი".