TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბუღალტრის დამხმარე

ბუღალტრის დამხმარე

სტუდია ეი-დი-სი თბილისი hr.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 19h ago apply by Jul 31, 2026

Job description

არარეგისტრირებული კავშირი „ალიანსი სოციალური სერვისების მდგრადობისა და განვითარებისთვის“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე არარეგისტრირებული კავშირი „ალიანსი სოციალური სერვისების მდგრადობისა და განვითარებისთვის“ 2026 წელს დაფუძნდა ა(ა)იპ „სტუდია ეი-დი-სისა“ და ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ მიერ. კავშირის მისიაა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ხარისხიან სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი უფლებების მხარდაჭერა. სექტორი: სოციალური მომსახურება / შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და მხარდაჭერა სამუშაო ადგილი: თბილისი, საირმის ქ. N5 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 ანგარიშვალდებულება: მთავარი ბუღალტერი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი შრომის ანაზღაურება: შეთანხმებით პოზიციის აღწერა ბუღალტრის დამხმარე უზრუნველყოფს ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების გამართულ წარმოებას, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავებასა და საბუღალტრო პროგრამაში ასახვას. მონაწილეობს ბუღალტრული აღრიცხვის, საგადასახადო დოკუმენტაციისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში, მოქმედი კანონმდებლობისა და ორგანიზაციის შიდა სტანდარტების შესაბამისად. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები საბანკო ამონაწერების მიხედვით საბუღალტრო პროგრამაში(ორის 5 და ორის7) შესაბამისი გატარებების შესრულება; პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის (ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა) შექმნა-დამუშავება ; ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მარაგების აღრიცხვა ; კომისიასთან ერთად ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა( წელიწადში ერთხელ) საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობა; მომსახურების ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება; სხვა საბუღალტრო დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი საბუღალტრო-ეკონომიური ან საშუალო პროფესიული განათლება ბუღალტერიის მიმართულებით; ORIS-5-ისა და ORIS-7-ის ცოდნა - სავალდებულოა; შემოსავლების სამსახურის (RS.ge) პორტალზე მუშაობის გამოცდილება; Microsoft Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა; საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა. სამუშაო გამოცდილება სასურველია ა(ა)იპ-ში ან მსგავს ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება. აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები დეტალებზე ორიენტირებული მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ანალიტიკური აზროვნება; კონფიდენციალურობის დაცვისა და პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტი. წარმოსადგენი დოკუმენტები CV; ტრენინგებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლები; სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში). მოთხოვნებთან შესაბამისი კანდიდატების განაცხადები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: [email protected] "Subject" ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება - ბუღალტრის დამხმარე. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 2 აგვისტო გისურვებთ წარმატებას!