TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბუღალტრის თანაშემწე

ბუღალტრის თანაშემწე

abanotubani-group Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

" აბანოთუბანი ჯგუფი " წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას. "აბანოთუბანი ჯგუფში" ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ კანდიდატებს ბუღალტრის თანაშემწეს პოზიციაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-17:00 სთ ანაზღაურება: 1500₾ (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე) ფუნქცია-მოვალეობები: ** პროგრამა ORIS-ში მუშაობა; ** საწყობების აღრიცხვა; ** პროდუქციის თვითღირებულებების აღწერები; ** სააღრიცხვო ჟურნალის კონტროლი; ** საბუღალტრო გატარებები; ** სხვა ბუღალტრული ოპერაციები დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავალებით. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** ბუღალტრული პროგრამის ცოდნა (ORIS); ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office); ** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბიზნეს კანონმდებლობის ცოდნა; ** სასურველია სარესტორნო სფეროს სპეციფიკის ცოდნა; ** უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. ჩვენთან დაგხვდებათ: ** მზარდი ანაზღაურება; ** სამედიცინო დაზღვევა; ** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა; ** შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მეილზე: [email protected] და სათაურში (Subject) მიუთითოთ თქვენთვის საინტერესო ვაკანსიის დასახელება. ჩვენ ვამუშავებთ რეზიუმეში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში. თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი რეზიუმე განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე: [email protected] , რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითეთ: "თანახმა ვარ". ამასთან, გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კომპანიისთვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.