---
title: ბუღალტრის თანაშემწე
description: კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე. აუცილებელი მოთხოვნები: ** Excel-ის კარგ სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ** Word-ისა და PDF-ის ზოგადი მომხმარებლის დონეზე ცოდნა; ** საკომუნიკაციო
---

# ბუღალტრის თანაშემწე

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-10-10  
**Apply by:** 2026-11-10

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=760008)

## Job description

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე. აუცილებელი მოთხოვნები: ** Excel-ის კარგ სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ** Word-ისა და PDF-ის ზოგადი მომხმარებლის დონეზე ცოდნა; ** საკომუნიკაციო საშუალებებით (WhatsApp, Gmail და სხვა) თავისუფლად მოხმარების უნარი; ** მათემატიკის ცოდნა საშუალო დონეზე - პროცენტების გამოთვლა, წილადები და ძირითადი მათემატიკური მოქმედებები; ** ბუღალტერიის ზოგადი თეორიული ცოდნა; ** პასუხისმგებლობისა და ორგანიზებულობის მაღალი დონე; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** თანამშრომლებთან, მომხმარებლებსა და მომწოდებლებთან პოზიტიური და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ახალი ინფორმაციის სწრაფად აღქმისა და ათვისების უნარი. მოვალეობები: ** ინვოისების შექმნა და მომხმარებლებთან გაგზავნა; ** გამოწერილი ინვოისების მიხედვით ჩარიცხვების კონტროლი; ** კომპანიისთვის გამოწერილი ინვოისების და მათთან დაკავშირებული ხარჯის დოკუმენტების დაკავშირება და ორგანიზება; ** ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი თანამშრომლებისთვის დროულად მიწოდება; ** ბუღალტრისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მომზადება გამოწერილი და გამოსაწერი ინვოისების შესახებ; ** ინვოისების ასახვა საბუღალტრო პროგრამასა და RS-ზე; ** ფინანსური დოკუმენტაციის ორგანიზებულად წარმოება და შენახვა; ** ბუღალტრის დახმარება მიმდინარე ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოებაში. სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. პოზიცია განკუთვნილია როგორც გამოცდილების მქონე, ისე დამწყები კანდიდატებისთვის. სასურველია განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანდიდატის მოტივაცია, პასუხისმგებლობის გრძნობა და სწავლისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი. რას გთავაზობთ: ** პროფესიულ განვითარებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას; ** გამოცდილი ბუღალტრის დახმარებითა და მეთვალყურეობით მუშაობის დაწყებას; ** ბუღალტერიის პრაქტიკული წარმოების, ოპერაციების დოკუმენტირებისა და საგადასახადო პროცესების შესწავლის შესაძლებლობას; ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა; ** ანაზღაურება: 1000-1200 ლარი , კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00 (მათ შორის 1-საათიანი შესვენება), შაბათი - 10:00-15:00. დასაქმება განიხილება მხოლოდ ოფისიდან. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მითითებულ ელ. ფოსტაზე: ntereladze@outlook.com

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%94) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
